†††


წმიდა სამებას ვთხოვ, დაიცვას ჩვენი მთლიანობა, დაიცვას გზები, რომელსაც მაძლევს,
დაიფაროს ჩემი ხედვა, რომელიც მან მიბოძა და გახადოს მიუწვდომელი ის (ჩემი ნათელხედვის უნარი) ჩემი მწამებლებისთვის,
ჩემს ცნობიერებაში ჩემი ნებისგან დამოუკიდებლად, ძალადობრივად შემოვარდნილთაგან.
ვთხოვ დამიცვას უზენაესმა ყველა ამ და სხვა უმეცარი შეპყრობილისგან, რომლებიც აჟიტირებულნი ატარებენ ჩემს ცნობიერებაში ექსპერიმენტებს, იყენებენ ურარაებს, შესაძლებლობებს, რომელიც მამა ღმერთმა ჩემმა შემოქმედმა მომცა.
(ჩემი ჰიპოფიზის ჯირკვალზე, მეექვსე ჩაკრაზე და თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროზე მოდის ჩემზე მოძალადეთა
მხრიდან დიდი აგრესია. ისინი მემუქრებიან: "ჩაგიტეხავ მაგ შუშის თვალს",
"ჩაგიმტვრევ თავის ქალას და გავიგებ რა გიდევს მაგ ტვინში",
"წაგართმევ მესამე თვალს და შენს ხედვას"... ნეტავ მათ რა უნდა წამართვან, რაც ჩემთვის არ მოუციათ?!...)
სწორედ მათი ექსპერიმეტებისა და მათი მხრიდან ჩემი ცნობიერების ძარცვის, ჩემი უფლისმიერი შემოქმედების მიტაცების,
ჩემი უფლისმიერი შესაძლებლობების ბოროტად, ძალადობრივად გამოყენების გამო (ძილში და ღვიძილში, 24/7-ზე) გამო მე შევთხოვე
შვიდი თვის წინ წმიდა სამებას, რათა ჩემი მესამე თვალით მოცემული პირდაპირი ხედვა გაეხადა ჩემთვისაც და ამდენად მათთვისაც უხილავი,
რაგან რასაც მე ვხედავ ისინიც ხედავენ, რაც მე მესმის მათაც ესმით, რასაც ჩემი გონება აღიქვამს - ისინი შიფრავენ. ამიტომ უფალს შევთხოვე
და ყოველდღე ვთხოვ, რათა სხვა გზებით, ჩემზე მოძალადეთაგან მიუწვდომელი სხვა საშუალებებით მოეწოდებინა/მომაწოდოს ცოდნა.
ეს უფალმა იცის, რატომ ვითხოვე მისგან და მომიტევებს.
აი მათ კი მიტევების შანსიც აღარ დარჩათ და როგორც ვუწინასწარმეტყველე, თუ დროზე არ დაანებებენ ჩემს წამებას და
ძარცვას თავს, თუ დროზე არ გამეშვებიან (ისინი მემუქრებიან: "აბა როგორ გაკონტროლოთ? არ წავალთ შენგან, გაგითიშავთ
გონებას ან მოგკლავთ, მაგრამ არ გავალლთ შენგან, არ შევწყვიტავთ შენთან ამ სატანურ კომუნიკაციას.")
სულ მალე ყველა ჭკუიდან შეშლილი გაიქცევა ჩემგან - პირდაპირ საგიჟეთში ამოყოფენ თავს.
ეს სისხლის სამართლის უმძიმესი დამნაშავეები ვინ არიან, რომლებიც რვა წელია სხვა საშუალებებით მძარცვავენ და მართმევენ
ყველა იმ საშულებას, რასაც უფალი ჩემი საქართველოს დასაცავად მაძლევს, სანაცვლოდ თავად იყენებენ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი
საქართველოს წინააღმდეგ. ეს უმძიმესი კრიმინალები ვინ არიან, რომ ახლა ჩემი ცნობიერების კონტროლი აიღონ ხელში ან
სხვა დაიქირაონ მათი ნების შესასრულებლად - ისინი შეიყვანონ შეცდომაში და მათ წაუბილწონ სულები?
თავად კი იმ სხვებს ამოეფარონ?
ჩემი ცნობიერების, ჩემი ცხოვრების კონტროლის უფლება არავის გააჩნია წმიდა სამების გარდა.
რადგან მთელი ჩემი ცნობიერებით, შემოქმედებით, შესაძლებლობებით ვეკუთვნი წმიდა სამებას - ჩემს შემოქმედს.
ჩემს ცნობიერებაზე წვდომა უკვე წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოების უკანონო მიტაცებას და გავრცელებას იმ პირთა
მხრიდან იმ პირებზე, ვისაც არ ეკუთვნის ის ცოდნა, რომელსაც უფალი მაძლევს საქართველოს დასაცავად და ამდენად ეს
უკვე არის სახელმწიფო დანაშაული. უამრავჯერ გავაფრთხილე მოძალადეები, მაგრამ არ სურთ შესმენა.
საპასუხოდ კვლავ მაყენებენ ფიზიკურ და მორალურ ტკივილს.
დაე, უფალმა განმაშოროს ისინი ჩემი ცხოვრებიდან, არაჯანსაღი, სატანური კომუნიკაციიდან.
დაე, დამიფაროს ყველა წმინდანმა უბადრუკი ბოროტისაგან და იყვნენ შემწე ჩემთვის წმიდა სამებასთან - ჩემს შემოქმედთან.
უზენაესმა მომიტევოს, რომ ჩემი ნებისგან დამოუკიდებლად, ძალადობრივად ჩამრთეს ამ სატნურ პროგრამაში სადაღაც ორი წლის წინ.
უფალმა მომიტევოს, რომ ვერ ვპოულობ საშუალებას, რათა თავი გავინთავისუფლო, რადგან მოძალაადეებმა ყველა კანონიერი გზა
გადამიკეტეს და მე როგორც უვადო დონორი ჩამიგდეს ხელში მძევლად, საწამებლად, გასაძარცვად.
დაე, ვერასოდეს შეძლოს უბადრუკმა სინათლის დაცემულმა ანგელოზმა მის მსახურებთნ ერთად ჩემთვის ხელის შეშლა.
დაე, დამიცვას წმიდა სამებამ ჩვენს მთლიანობაში სრულიად საქართველოსთან ერთად,
დაიცვას უზენაესმა მთელი ჩვენი ერთობლივი შემოქმედება,
დამიცვას ჩემი მთლიანობით, ჩემს უფლისმიერ მფარველებთან (სამივესთან), ჩემს უფლისმიერ კავშირებთან,
ჩემს ყველა საკუთრებასთან და დანარჩენებთან ერთად.
გამხადოს ღირსი მშვიდობიანად აღვასრულო ჩემი ვალი მის წინაშე, საქართველოს წინაშე.
წმიდაო სამებავ, მე შენ გეკუთვნი ჩემი მთლიანობით.
დავიღალე, მოდი ჩემთან, დარჩი ჩემთან, ნურავინ შეძლებს მაცდუნოს და გადამიყვანოს შენი გზიდან, ნუ მიმატოვებ. ამინ!
†††
This post has been edited by Катеньки on 16 Nov 2020, 14:11
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.