26 წლის ლამაზი და ჭკვიანი გოგო დეპრესიაში რატომ უნდა იყოს ?!
თუ მოინდომებს, ამ ფიქრების სათავეს იპოვის...
მე კი, აღარასოდეს მივცემ საკუთარ თავს უფლებას, სანამ ცოცხალი ვარ, 10 წუთზე მეტხანს ცუდ ხასიათზე ვიყო, უიმედოდ ან სასოწარკვეთილი !!
ეს არ ნიშნავს, რომ რეალობას გავურბივარ

პირიქით.
ძალიან მოკლეა სიცოცხლე იმისთვის, რომ შავი ღრუბელი გადავიფაროთ თავზე.
5 წლის წინ ამ დღეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეული რამ : უახლოესმა მეგობარმა მიღალატა და მერე ნახევარი სამეგობრო დავკარგე.
წლები დამჭირდა, რომ ეს უსარგებლობის განცდა მომეშორებინა...
მადლობა ღმერთს, ამ ტკივილისთვის, რომელმაც გამზარდა და უკეთეს ადამიანად მაქცია.
არაფერი ხდება შემთხვევით.
შეუცნობელია მისი გზები, ამის ძალიან მჯერა.
This post has been edited by . on 3 Dec 2020, 04:16