...........
სახლში ჯდომა არის მავნებლობა! მომენატრნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ბიჭებიც და გოგოებიც
ყველაფერი რომ მორჩება, ჯერ ჩემს კლასელებთან ერთად დავლევ
მერე ჯგუფელებთან
მერე ყოფილ თანამშრომლებთან
მერე ახლანდელ თანამშრომლებთან
მერე ფორუმელ მეგობრებთან ერთად -მინერალურს
მერე დავეგდები სახლში, ბედნიერი და ღვიძლგადიდებული.
სამსახურში რომ მივალ, გამარჯობასთან ერთად სათითაოდ ყველას ჩავეხუტები, ხუთივე სართულზე! აი იმ კაცსაც, ლიფტს მეოთხეზე რომ აჩერებს და ვერასდროს რომ ვერ შემოდის, ისეთი მსუქანია.
ჩემს ქუჩაში მჯდარ გამყიდველ ბებოსაც, თან 1 ღერ სიგარეტსაც ვიყიდი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეწევი
წავალ, 1 ტონა ტკბილეულს ვიყიდი და ჩემს დისშვილებთან ერთად იმდენს შევჭამ, ოთხივეს კბილები დაგვიჭიანდეს
გაჩერებაზე დავდგები და უბნელ მსუქან გიორგის გამოველაპარაკები აქეთურზე-იქეთურზე
ჩემს რუსულის მასწავლებელს აღარ დავემალები და 2 საათი მოვუსმენ ქუჩაში
ბორჯომის მატარებლის 2 ლარიან ბილეთს ვიყიდი დამთელი დღე მარტო ვიბორიალებ ბორჯომში, იმიტომ რომ ასე მიყვარს და ასე ვშვრებოდი ხოლმე
ფეხით ავალ ლისის ტბამდე, წრეს მოვარტყამ და ჩამოვალ გახვითქული და 10 კილომეტრგავლილი
ყველაფერს ვიზამ, რასაც ვაკეთებდი, ან არ ვაკეთებდი
ფორუმზე შემოსვლას ისევ 4 წლით გადავეჩვევი და 4 წლის მერე შემოვალ, რომ ახალი მთავრობა ვლანძღო
დღეს კიდევ წავალ და ბისკვიტებს დავაცხობ, ხვალ კრემს გავაკეთებ და ზეგ დედიკოს დაბადების დღეს მივულოცავ
ამას ახლაც კი შევძლებ
და კიდევ მუსიკას მოვუსმენ.
იმ წიგნს ბოლომდე ჩავიყვან
ფილმებს ავყრი და ჭერში შემოვაწყობ.
საკუთარ ავტოპორტრეტსაც დავხატავ და დავხევ
რაც შემიძლია, შემიძლია