ამ დროს ღუმელიდან ნაპერწკლები გადმოიყარა და ერთ-ერთ სტუმარს კაბაზე დაეცა.
სტუმარს არაფერი შეუმჩნევია, თავი უკან გადაეგდო, თვალები დაეხუჭა და გაღიმებული, თავდავიწყებით ცეკვავდა ვალსს, იატაკის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრით ზემოთ, ქალაქის ყველაზე სახელგანთქმულ და სასურველ კავალერთან.
...
ქალაქის მეორე მხარეს კი, ცივ ოთახში ორი მეხანძრე შეყუჟულიყო. ალისტერი ქალაქის პირველი ბრანდმეისტერი იყო. ვინაიდან ქალაქში წელიწადში 347 დღე წვიმდა, მეხანძრეები არავის სჭირდებოდა და საბრალო ალისტერს არც კოლეგები ჰყავდა. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ბიჭი - ჰუგო, მიამაგრეს შეგირდად.
ამჯერად ალისტერი და ჰუგო ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ალისტერი მოწყენით ადევნებდა თვალს, თუ როგორ წამოხიკა აჭარხლებულმა ჰუგომ ,,ბაზრიდან" დომინოს ყველა ქვა ბოლო ორი ქვის გარდა, თუმცა სასურველი მაინც ვერ იპოვა.
სვლის გაკეთებამდე, ალისტერმა თანაგრძნობით გადახედა ჯერ ჰუგოს, მერე ღია ფანჯარას, რომლის რაფაზე წვიმის წვეთები მხიარულად წკაპუნებდნენ და ხელი ჰაერში გაუშეშდა.
სახანძროში წითელი, სახანძრო განგაშის ტელეფონი რეკავდა...
This post has been edited by Pepper_Crowley on 3 Mar 2021, 01:09
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)