სულ ერთ ადგილს ვტკეპნი ბოლო ხანია

ვერანაირ წარმატებას ვერ ვაღწევ.
რა ვქნა არ ვიცი, უძრაობის ხანა მიდგას.
მცდელობებიც დიდი არ მაქვს, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის.
2021 წელია უკვე და ნელნელა იმედიც მეწურება.
ყველას რაღაცაში უმართლებს, მე კი არაფერში.
ამ თემაში შეიძლება ამის ადგილი არაა, მაგრამ მინდოდა გამეზიარებინა მაინც ეს
მდგომარეობა ჩემი. ბოლობოლო, შევეგუო უნდა რომ ვერაფერს ვერ ვაღწევ ცხოვრებაში, განწირული ვარ უღიმღამ არსებობისთვის, საკვები თუ მექნა ეგეც კაია და დავკმაყოფილდე ამით. არ ვიოცნებო დიდ ამბებზე და მშვიდად შევეგუო საკუთარ არაფრობას.