როგორი იმედით ველოდებოდი გაზაფხულის მოსვლას!
ჟღალ მშვენებას,მეწამულ ელვარებას, მომწვანო ფერებით გაჯერებული პეისაჟების ხილვის წყურვილით შეპყრობილი, ველოდებოდი მასთან შეხვედრას.
ყავა და სიგარეტი ხელში და ცნობისმოყვარე თვალების აქეთ-იქეთ ცეცებით რომ გავყურებდი გზას და ამაოდ ველოდი მის გამოჩენას.
ის არ მოვიდა, სამაგიეროდ წვიმა მოვიდა მაისის და ჩემი ოთახი დაიტბორა.
რაც დაწერილი მქონდა ჩემ დღიურში ჩემზე და მასზე- ყველაფერი წაშალა.
დღეს ზღვის სანაპიროზე ფეხით სეირნობის დროს, ქვიშაში მოთამაშე პატარა ბიჭი დავინახე,რომელიც ქვიშის სახლს აშენებდა და მერე ანგრევდა.
საკუთარი თავი ამოვიცანი.