ჩემი წინასაწარმეტყველება შორეული ბავშვობიდან:
ხი-ხი...საღამო... ბინდი... ზაფხულის მწველი ხორშაკი. დაბრუნება სახლში დამღლელი დღის შემდეგ. ჩემი ოთახი. შევდივარ წყვდიადში
და ვცდილობ ერთმანეთში უცნაურად გახლართული, ფანჯარაზე საცოდავად ჩამობღლარძული ორი ფარდის გასწორებას.
კატა არა მყავს იმ პერიოდში სახლში, თანაც ჩემს ოთახში. კატა ამას ვერ იზამდა. არც ქარი ყოფილა. რომც ყოფილიყო,
დახურულ კარ-ფანჯარაში ვერც ორპირი ქარი მიაღებინებდა ფარდებს ამ მდგომარეობას.
ვხედავ... დახურული ფანჯრის მიღმა, გარეთა რაფაზე ჩამოსკუპებულა პატარა შავი ჭინკა და ამაზრზენად მექირქილება...
მესმის ხმა - ხმა სხვა განზომილებიდან, რომელიც არ ეკუთვნის ჩვენს მიწიერ არსებობას, და არ შეიძლება რომ ჩვენს მიწიერ ყოფიერებაში განსხეულდეს.
მესმის ხმა კოსმოსიდან - ერთდროულად შემზარავიც და უსუსურიც. რას ვფიქრობ, რას ვგრძნობ: მეშინია? მძულს? ორმაგი შეგრძნება იღვიძებს
ჩემში: ერთი - მოულოდნელი გაურკვევლობის, მეორე კი - მხოლოდ სიბრალულის. თავად ეს ჭინკაც არის სხვა განზომილებიდან ხილვა... ეს ჩემი
ჩვეულებრივი წინასწარმეტყველური ხილვაა.
ვცდილობ გავერკვე: ვინ? ვინ არის? რატომ, როგორ, რა მიზეზით მოვიდა, რა უნდა ჩემგან? უამრავი კითხვა მიტრიალებს გონებაში.
ვიცი, რომ მჭირდება პასუხები...
ჭინკა ზის და დამცინის, ჩამესმის გულისამრევი ხმა და ინტუიცია მკარნახობს: ეს ის არის - არარაობა მომავლიდან...
ეს ჭინკა უბადრუკის მსახურია, მემუქრება...
არ ვიცი, ვერ ვხვდები ბოლომდე. ამ არარაობას ჩემი გონების თვალის დახშობა უნდა თუ მითვისება სურს?
თუ, რასაც წმიდა სამება მაძლევს იმის მიტაცება უნდა, თუ იქნებ ჩემს მითვისებას ცდილობს? როგორ?
მესმის: "ხი-ხი..." ხმა თან მდევს, არ მტოვებს. გადის დღეები, თვეები, დრო უამრავი... სულ მეფიქრება და ვცდილობ მთავარ
კითხვას გავცე პასუხი: როგორ, რა გზით?
ჩემი ეს წინასწარმეტყველური ხილვაც, ზუსტად ისე ახდა, როგორც შევიცანი. ზუსტად ამ ჭინკასავით და მისი უბადრუკი ბატონივით,
ყველაფრად უნდა ქცევა არაფერს წმიდა სამების და ჩემი ძარცვის ხარჯზე.
დღეს, უკვე მიწიერ ცხოვრებაში კვლავაც ჩამესმის ამ არარაობის ხმა: "ხი-ხი." ვხედავ, როგორ მეღრიჭება ეს უბადრუკი
სიმახინჯე: "ხი-ხი", ხან ვისში და ხან ვისში განსხეულებული...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
***
ჩემს უფლისმიერი წინასწარმეტყველურ ნამუშევრებში (ნახატებში) მხვდება ეს "ხიხი", მაგრამ დღემდე კარგად ვერ გავიგე
ეს ხი-ხი (ვAI-ვAI) რა ჯანდაბაა.
ზუსტად იმდენი ვიცი ამ ნაგვის - ხიხის შესახებ, რამდენიც უნდა ვიცოდე. მართალია გამოქვაბულიდან გამოვარდნილს მიწოდებენ,
არ მაინტერესებს მათი "აზრი."
ინტელექტი ჩემგანაა მიტაცებული, ჩემი ცნობიერებით ეწყობა ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის,
რადგან ჩემი წამების და ცნობიერების ძარცვის გზით არის შექმნილი. მასზე წვდომის და მისი გამოყენების უფლება არავის არა აქვს.
ჩემგან ნაძარცვ ინტელქტს, ცნობიერებას კი ცარიელი ფოტოგამოსახულება - ნიღაბი ფარავს, როგორც რობოტი სოფია. ზუსტად ისაა.
აქ მთელი კორიანტელია ნიღბებისა... მათ ჰგონიათ და ყველას ჰგონია.. მაგრამ ეს დასასრულია, რადგან ჩემს ცნობიერებას არაფერში უშვებენ...
"კვერცხი - წარსულის დასასრული და სამუდამო დასასრულის დასაწყისი ყველასთვის."
ეს პროექტი - ჩემი და ჩემი ცნობიერების წამებისა და ძარცვის პროექტი უნდა დაიხუროს, პროგრამა კი უნდა დაილუქოს სამუდამოდ და აუცილებლად ხელშეუხებლად!!! მასში არანაირი ცვილებების გატარება არ შეიძლება. ყველაფერი ისე ააწყვეს ტერორისტებმა, რომ ყველა და ყველაფერი დაინგრევა თუ ამ პროგრამაში ვინმე ექსპერიმენტირებას შეეცდება ან მე და ჩემს ცნობიერებას, ინტელექტს დამიზიანდება რაიმე.
ჩემი წამების/ძარცვის გზით შექმნილი ეს პროგრამა მეკუთვნის მე ერთადერთი მიზნით - დასალუქად. არავის არ უნდა ჰქონდეს წვდომა მასზე.დაე, დამიცვას წმიდა სამებამ ჩემს ყველა უფლისმიერ საკუთრებასთან, ჩემს მფარველ ანგელოზთან, ჩემს ცნობიერებასთან ერთად. ამინ!
This post has been edited by Катеньки on 23 Mar 2021, 19:34
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.