ფენიქსს აქვს ძალა ფერფლიდან აღსდგეს - მე კი არა
პირველი ლექსია რომელსაც მე ვწერ მაშინ როცა ვხვდები რომ ვკვდები
ვგრძნობ ძველებურად ვეღარ ვსუნთქავ ჰაერს და ეს ჰაერის ბრალი არ არის
ვხვდები მაშინ როცა თვალებს ვხუჭავ აღარ მიხარია დღე რომელიც უნდა გათენდეს
ყოველთვის როცა ლექს ვკითხულობდი ვფიქრობდი რატომ ცდილობდნენ ხოლმე რომ გაერითმათ რაღაცეები, რატომ არგებდნენ სტანდარტებს
იყო არასტანდარტული ლექსებიც მაგრამ ეს ცოტა მერე
ლექსი ემოციაა რომელსაც წერს მწერალი როცა რაღაცას განიცდის, ტკივა ან უხარია
ემოციას კითხულობს მკითხველი და ცდილობს შეიგრძნოს ის მომენტი და ემოციები როცა ეს ყველაფერი იწერებოდა
ადრე მეჩვენებოდა რომ ყველა ლექსი ბანალური იყო მაგრამ მერე მივხვდი რომ რეალურად ემოციაა,ემოცია კი ბანალური ალბათ ხელოვნურიც კი არ არის
რადგან მას რაღაც სურვილი განაპირობებს, სურვილი კი წრფელია და შეუძლებელია ხელოვნური იყოს)
დღეს 24 იანვარია და 2 დღე რჩება იმ დღემდე რომელსაც ვიხსენებ და მოტივია ამ "ლექსის" წერის მაგრამ არ ჩანს..
მე უკვე 23 წლის ვარ და ვერ ვხვდები დრო ესე როგორ "გამექცა" და არა მარტო დრო
თითქოს რაღაც მატარებელმა ჩამოიარა რომელმაც იძულებული გამხადა ყველა კარგი ემოცია,ოცნებები და მიზნები ჩამესვა შიგნით და გამემგზავრებინა
სადღაც, ალასკაზე შორს თბილისიდან
რთულია, ზედმეტად რთული და ვერ ვამბობ ემოციებს როგორც ადრე მაგრამ ვთვლი დევს ამ სიტყვებში რაღაც, რაც ღირებულია
შეიძლება ოდესმე ვინმეს გამოადგეს, ან წაიკითხოს და გაეღიმოს მაინც

არ უღალატოთ ოცნებებს და სულს რომლისაც ბევრს არ სჯერა
თუ გექნებათ შესაძლებლობა რომ არ უღალატოთ, იპოვეთ ძალა რომ არ დაიძინოთ...