მომინდა აქ დამეწერა.. ფიქრისა და საკუთარი თავისთვის დრო აღარ მრჩება და ეს მაწუხებს, "მე" დავკარგე.. გაითქვიფა ხალხში, აიზილა ათას აურასა და განწყობაში. ხასიათიც გამიფუჭდა. იმედია უბრალოდ პერიოდია რთული, ყველაფერი დამძიმდება, დამძიმდება, ბოლოს გასკდება.. და ისევ თავიდან დავიწყებ, სუფთა ფურცლიდან. ახალდაბადებული ბავშვივით.
ზედმეტად გათიშული ვარ
დღეს ბავშვებიც კი დამავიწყდა. შეაკითხეო მითხრეს და მე დამავიწყდა.
ასეთი რამე არასდროს მომსვლია და არც მომივიდოდა.
ტირილი მინდა, უფრო სწორად მეტირება და არ ვტირი. ცრემლები მომდის და ვყლაპავ. დავიღალე
ხომ არსებობს ზღვარი, სადამდეც ძლებ? ჰოდა მივედი ამ ზღვრამდე
ვეღარ ვძლებ
ყველას რაღაც უნდა ჩემგან, ყველა "მხმარობს".. და საერთოდ არავის ვადარდებ
ესაა ფაქტი.
მე კიდევ მართლა დავიღალე!
..
1 თვე მინდა შვებულება ავიღო ცხოვრებისგან
რანაირად გადავაბა 30 დღე ძილი?
