ვერ ვიძინებ
ღამით ძილი არც არასდროს მიყვარდა, მაგრამ ახლა მეძინება და ვერ ვიძინებ
დიდი ხანია ასეა და დიდი დრო მრჩება ღამით ფიქრისთვის
გადაფასებებისთვის
გუშინ ვფიქრობდი, ერთი წიგნი დავასრულე და ისევ სამოსელი პირველი ხომ არ წავიკითხო მეთქი
არადა რამდენს ვურჩიე, ფორუმზეც ))
ადამიანები სიკვდილის შემდეგ ვაფასებთ ყველაფერს, ახლა გახდნენ დოჩანაშვილის მოტრფიალეებიც, ისეთი ხალხი, ვისაც მხოლოდ 1-2 ფრაზა წაუკითხავს და აზრზე არ არიან სად არის კანუდოსი.
რა არის სიყვარულის ყვავილი
მანუელო კოსტა და ზე მორეირა <3
ახლა მამაჩემზე ვფიქრობ, ეგ რომ სამოსელი პირველის პერსონაჟი ყოფილიყო, უთუოდ რომელიმე დიდი კანუდოსელი იქნებოდა

))
ჯერ ალბათ არცერთ მწერალზე არ დამწყვეტია ასე გული, ცოცხალი ლეგენდა იყო.
მეშინია სიკვდილის, გვართმევს საყვარელ ადამიანებს და სანამ ჩვენ მოგვაკითხავს იქამდე სამუდამო ტანჯვისთვის და მონატრებისთვის გვიმეტებს.
-
დრო რამდენ რამეს ცვლის
უფრო სწორად დრო არ,ადამიანები გვაიძულებენ ცვლილებას, სიტუაციები
ბერა გამახსენდა ეხლა, ყველაფერზე შეიძლება აბულინგო ადამიანი, მაგრამ დედას დედიკოთი მოიხსენიებსო და მაგრად დასცინეს ჩვენმა პრადვინუტებმა

რაღაც ამაზრზენ ეპოქაში ვცხოვრობთ
ღირებულებები ირევა და ოჯახის და ადამიანების სიყვარული, პატივისცემა დასაცინი ხდება.
რობოტი ხალხი უფრო უყვართ.
რამდენი რამის დაწერა მინდა, 7192937 აზრი მიტრიალებს, მაგრამ მეზარება ტელეფონით წერა.
რა ბედნიერია ადამიანი, ვისაც წერა არ ეზარება.
ხოდა ამდენი რაზე ვიბოდიალე
მშვიდად განისვენე, დოჩან .