†††
რასაკვირველია, მოხდება კატასტროფა დედამიწაზე, რადგან ჩემი მკვლელობა აქვთ გეგმაში.
2021 წელს, როცა ნათლისღება თენდებოდა მკლავდნენ. არ მეგონა, რომ იმ ღამეს გავატანდი.
2021 წლის 19 იანვარს დღსით, მიიღეს პასუხი უფლისგან: ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის გუმბათი ჩამოინგრა გელათში.
2016 წელს, როცა მკლავდნენ საკუთარ სახლში ბოროტის შთაგონებით - ჩაირთო ქვიშის საათი (სრულიად საქართველოს ყოფნა-არყოფნის),
რომელსაც ვეღარ ვაჩერებ. რატომ?
ადამიანებს, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ჩართულნი არიან ე.წ. ომში, თვით ბოროტი არ აძლევს საშუალებას, რომ გაჩერდნენ.
2007 წელს, როცა მკლავდნენ საკუთარ სახლში, დაინგრა ჩემი ენერგეტიკა. მას მერე აღვიდგენ თავს უფლის ნებით, როგორ შემიძლია
და ვიცავ ყველას და ყველაფერს უფლისმიერი გზით, როგორ შემიძლია. სამწუხაროა, რომ მათგან ვერ ვღებულობ საპასუხო დაცვას.
მიუხედავად იმისა მესამე პირს გამოიყენებენ, მეასეს თუ ვიღაც ქუჩაში გამვლელ შიზოიდს ჩემი ლიკვიდაციისთვის, შედეგი იქნება იგივე:
ჩემი ყველა უფლისმიერი მარადიული კავშირი დაინგრევა და ფიზიკურად გავა ამ ცხოვრებიდან ჩემი გარდაცვალების შემდეგ.
ის ვინც აკონტროლებს ჩემს ცნობიერებას და ხედავს რა გზით ვიცავ მათგან უპირველესად და ბოროტისგან, ისიც იცის თუ როგორ
იმოქმედოს ამის საწინააღმდეგოდ და მოქმედებს.
ამიტომ, როცა ვამბობ, რომ ჩემი ცნობიერების კონტროლის უფლება არავის არა აქვს - ეს ნიშნავს, რომ არც ერთ ძეხორციელს არა აქვს ამისი უფლება.
ჩემმა უფლისმიერმა კავშირებმა თვითგანადგურების ვერდიქტი გამოუტანეს საკუთარ თავებს, დამტოვეს რა ამდენი ხნით დაუცველი და არ
შეაჩერეს ჩემი ცნობიერების წამების პროცესი, ჩემი ყოფნა ტრეფიკინგის მსხვერპლად, დონორად, მძევლად არ აღკვეთეს.
რაც მე მემართება, იგივე ემართება ჩემს ყველა უფლისმიერ კავშირს და მერე ყველას ერთად. ეს არის წმიდა სამების მიერ დაწესებული წესრიგი,
რომელსაც ვერ ვერც ერთი ძეხორციელი და ვერც მათი ბატონი - უბადრუკი ბოროტი არსი ვერ შეცვლის. ვერაინაირი ხელოვნური ინტელექტის
სატანური პროგრამით ვერ შეიცვლება ის, რაც უკვე დააწესა წმიდა სამებამ.
ვინ რა აიფორებს აწყობს და ვინ რა სიყალბეს იგონებს, ეს მე არ მაინტერესებს.
მე მაინტერესებს ის, რაც არის წმიდა სამების ნება.
თუ მაინც მკლავენ, ბარემ მოვასწრო და გადავრჩე და გადავარჩინო ვისი დაცვაც უფლისმიერი გზით მევალება.
საყვირების ეპოქაში ვართ, ბოლო ეტაპზე. მე ვყვები ისევ პირველი დატყმის ქვეშ, სხვა არავინ.
მაგრამ სხვა გზა არა მაქვს, რადგან ჩემი უფლისმიერი მისია, ჩემი უფლისმიერი მისაა.
გავაკეთებ ყველაფერს, რომ გადავირჩინო თავი და დავიცვა უფლისმიერი გზით სრულიად საქართველო და მსოფლიო.
დაე, დამიცვას ჩემმა შემოქმედმა - წმიდა სამებამ ჩვენს მთლიანობაში, ჩემს მთელ უფლისმიერ შემოქმედებასთან, ჩემს ყველა უფლისმიერ
კავშირთან და ჩემს ყველა უფლისმიერ საკუთრებასთან ერთად. ამინ!
***
†††
1. საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა; 2. აღიღე ჭური და ფარი და აღსდეგ მწედ ჩემდა. 3. განჰფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთაისა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარი მე. 4. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. 5. იქმენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოსმან უფლისამან აჭირვენ მათ. 6. იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოსმან უფლისამან დევნნეს იგინი. 7. რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრხისა მათისაი და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა. 8. ეწიენ მათ საფრხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროი რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საფრხესავე მათსა შეითხინედ. 9. ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა. 10. ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა. 11. რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე. 12. მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვიდროებაი სულისა ჩემისაი იზრახეს. 13. ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაი და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. 14. ვითარცა ძმაი და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი. 15. და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განირყვნეს და არა შეინანეს. 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 18. აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა, და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს. 21. განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა. 22. იხილე უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან. 23. განიღვიძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, სჯასა ჩემსა. 24. მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემზედა. 25. ნუ იტყვიედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტვიედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი. 26. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათვის; შთაიცუედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა. 27. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშვიდობაი მონისა შენისაი. 28. და ენაი ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.
†††
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.