პოკერი მომენატრა ძალიან, სურვილი იმის რომ მქონდეს სურვილი,  ვითამაშო
ვცდილობ და ვერ გავიხსენე დრო როცა ვთამაშობდი და ამით სიამოვნებას ვიღებდი, პირველ ნაბიჯებს ვიხსენებ და მეღიმება
ბევრნაირი კარტის თამაშები იყო და თითქმის ყველა ვიცოდი მაგრამ არცერთი არ მომწონდა,როცა პირველად ვითამაშე უაზროდ აგრესიულ სვლებს ვაკეთებდი და წამგებიანი მოთამაშე ვიყავი მაგრამ თითქოს მაქსიმალურ ცოდნას ვიღებდი ველიუს სახით 
ის პერიოდი იყო როცა არ მადარდებდა ბევრი რამ და არც საფიქრალი მქონია ისეთი რაც ჩემზე მასიურად იმოქმედებდა უარყოფითად ან დადებითად, სტაბილური ემოციური მდგომარეობა იყო და რომ ვფიქრობ ახლა ძალიან მენატრება
მახსოვს სანამ სხვა ლეველებზე გადავიდოდი და როცა უკვე ვხვდებოდი რო მომგებიან მოთამაშედ ჩამოყალიბების საფუძველი იყრებოდა, ასაკიდან გამომდინარე ბევრი "ყეყეჩური" მიდგომა მქონდა რაც ხელს მიშლიდა იმაში რომ სტაბილურად ნორმალურად ვყოფილიყავი მატერიალური თვალსაზრისით..
როცა რაღაცეები დალაგდა და მოხდა ისე რომ აღარ ვიყავი წამგებიანი პოკერის მოთამაშე ვცადე რაღაცეების დაგროვება და თავიდან არც ისე ცუდად დაიწყო თუმცა ჯერ კიდევ ვცდილობდი დისციპლინის გამომუშავებას რადგან საშინლად უდისციპლინო ვიყავი იქიდან გამომდინარე რომ როცა რაღაც მინდოდა ყოველთვის მქონდა ხოლმე, ამან ხელი შემიშალა თუმცა ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე... ეს პერიოდი რაზეც ახლა ვწერ დაახლოებით 3-4 წელი გაგრძელდა
ბევრი საინტერესო,ემოციურად დატვირთული და რაღაცნაირი დღეები იყო რომ ვიხსენებ, ბევრი რამ მასწავლა რაც შეიძლება ცხოვრებაში კარგად გამომეყენებინა საჩემოდ..
ზუსტად ამ პერიოდში დაიწყო არ ვიცი რა ქვია, სახელს ავარჩევ და ვიტყვი "ქარიშხალის ამოვარდნა" დავიწყე რაღაც უაზრო თამაშები კაზინოსი რომელსაც სანამ კარგად გავეცნობოდი და გავიგებდი იმას რომ ვერასდროს შეძლებ მოუგო პროდუქტს რომელსაც კაზინო ამატებს გრძელვადიანი თამაშებისთვის და ეთამაშები უშუალოდ იმ პროდუქტს და არა ადამიანს, თითქმის ყველაფრის წაგება დავიწყე რასაც პოკერით გამოვიმუშავებდი.. მახსოვს 3თვიანი ანაბარიც რომელსაც პირველად ვავსებდი და გარკვეულ თანხას 1-2 საფეხური ეკლდა რომელიც ალბათ 3-4 დღის ამბავი იყო ავდექი და დავარღვიე, ის ფულიც წავაგე და საერთოდ ყველა ფული რაც იმ დროს მქონდა
ტექნიკებიც მოგებული ფულით შეძენილი, რომელსაც ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ოდესსმე გავყიდდი :დ , ისე ყველაზე მაგარი სელერი ვიყავი ისტორიაში თუ რამე ნივთს ვიყიდიდი ახალს გამომუშავებული თანხით, შემდეგ 2ჯერ ნაკლებად ვყიდდი ხოლმე და ყველას უკვირდა თავიდან, რო ამოწმებდნენ უხაროდათ და მადლობებს მეუბნებოდნენ :დ
ხოოდა ძალიან ცუდი გავლენა რო იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე ემოციური თვალსაზრისით და მორალამდე მივიდა ისე რო უკვე მაწუხებდა, დავიწყე ბრძოლა უამრავი მეთოდი ვცადე და ბოლოს,რომ მინდა გახსენება ვერ ვიხსენებ რა იყო ის კონკრეტული რის გამოც შევეშვი იმ რაღაცეებს... ზუსტად ამიტომ არის ყველაზე რთული მზა რეცეპტი და მიკვირს ხოლმე ფსიქოლოგები ბრმა რჩევებს რო იძლევიან რაღაც ტრაფარეტულებს თუ სადმე შემხვდება ხოლმე რამე გადაცემა "ლუდომანია და გემბლინგზე"
მოკლედ დადგა ის ბედნიერი დრო როცა უკვე ინტერესი აღარ მქონდა და ზუსტად ვიცოდი რომ ვერასდროს მოვიგებდი, თუ მოხდებოდა სასწაული და მოვიგებდი რამე ისეთ თანხას რაღაც პერიოდის მერე ბევრად მეტს წავაგებდი...
ამ დროს გამოჩნდა რაღაც ახალი რამაც საერთოდ დამავიწყდა ყველანაირი თამაში პოკერიც კი)) უბრალოდ მოხდა ისე რო ამ ახალი რაღაცისთვის რაც ძალიან კარგი იყო რაღაც ფულები იყო ხოლმე საჭირო და ვცდილობდი მეთამაშა რომ განვითარებულიყო რადგან ემოციურად ძალიან კარგად მოქმედებდა ჩემზე , მახსოვს დავფრინავდი :დ
ნუ ეს რაღაც კარგიც 2 წელს გაგრძელდა რეალურად და შემდეგი ერთი წელი უკვე ვეღარ იყო ისეთი ეფექტური როგორიც თავიდან, პირიქით შემოტრიალდა  და ტოქსიკური გახდა, ისეთი ტოქსიკური რო მენტალი დააზიანა. რომ არსებობდეს მენტალსკოპი საიდანაც დავინახავდით საკუთარ მენტალს მჯერა, აუცილებლად გამოჩნდებოდა მაგრამ   არ არსებობს და რა გინდა რო ქნა 

ახლა კი უკვე დაახლოებით 2 წელია პოკერის თამაშის სურვილთან ერთად, ძალიან ბევრი რაღაცის სურვილი გაქრა და ვფიქრობ ადგილზე, სადაც ეს ყველაფერი წავიდა
ვიხსენებ ძველ დროს და მეღიმება ის მომენტები, როცა პატარა ვიყავი და ვინმე ამბობდა ხოლმე, ეეჰ ნეტავ ბავშვობა დაბრუნდებოდეს ან პატარა ვიყოო რატო ამბობდნენ მიკვირდა
ცხოვრება კარგი რამეა თავისი ბევრი ცუდით, იღბალი რომ არ არსებობდეს ალბათ ბევრად კარგი იქნებოდა ან ქაოსს გამოიწვევდა
ვფიქრობ "იღბალი" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამეა რაც ახლოს არის იმ რაღაცის გასაღების გასაღებთნ რაშიც რეალურად ვართ... თითქოს იღბალი აბალანსებს ქაოსს, ამავდროულად კი ბევრ ცუდ რამეს აკეთებს
თავად იღბალია ბალანსი, მაგრამ ბალანსზე ვეღარ ვფიქრობ რა არის
ცოტა გადავიღალე თან დიდი ხანია არ მიწერია
კარგია რომ ხალხი დიდ ნაწერებს არ კითხულობს და რაღაც კონკრეტული მიზნებისთვის შემოდიან თორემ შევრცხვებოდი ამ სენტიმენტების გადმოსროლისთვის :დ
ახლაც ვალდებული ვარ რაღაცეები დავამატო რომ შემთხვევით ვინმემ ბოლოს არ მოკრას თვალი
რენდომ რაღაცეები ყოველთვის მეზიზღებოდა
თუმცა როგორც მაღლა ავღნიშნე ბალანს/დისბალანსის ამბავია
და ბოლოს ჩემი 23 წლიანი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ იმას შევცვლიდი რომ მორზეს ანბანს ვისწავლიდი აუცილებლად ადრევე
შეიძლებოდა დღეს რეალურად დამხმარებოდა
თუმცა როგორც ამბობენ ხოლმე  ა რ ა  უ  შ ა  ვ ს