Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ტრინიტი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#57596294
· 4 Mar 2021, 22:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინაა მატრიცაში ტრინიტი რა პროგრამაა?
ან არა პროგრამაა
* * *
შეიძლება მესამე დონის მატრიცის არსებაა , მანქანების მატრიცის საკონტროლებლად გადმოსული/
აი უყურეთ არაფერს არ აკეთებს საერთოდ ფილმში და ბოლოს არჩევანზე ეგ მოქმედებს/
This post has been edited by
PANTALONE
on 4 Mar 2021, 22:33
--------------------
https://marebito75.deviantart.com/gallery/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57596582
· 4 Mar 2021, 23:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANTALONE
QUOTE
ვინაა მატრიცაში ტრინიტი
ეს არის ღვთაებრივი სამების გამოხატულება, რომელიც ფონად გასდევს ნეოს ქმედებებს, მისი მამოძრავებელი ძალა - სიყვარულის ძალა.
ფილმი იწყება იმით, რომ სასტუმრო "Heart"-ში ოთახში ნომრით 303 არის ტრინიტი და იმავე ოთახ 303-ში შერბის ნეო როცა ცდილობს სმიტისგან გადარჩენას, და იქ შეიძენს იგი ღმერთს, როცა ტყვიებით დაცხრილული აღდგება. ოღონდ ის აღდგება სიყვარულის ძალით.
ტრინიტი თავიდანვე ეუბნება კლუბში ნეოს რომ "მასზე ბევრი იცის". როცა ნეო ეუბნება, რომ მე არ ვარ რჩეულიო, ტრინიტი დარწმუნებით ეუბნება "არა, შეუძლებელია. შენ უნდა იყო რჩეული", მან იცის როგორც ღმერთმა ეს.
ახალი აღთქმიდან როგორც ვიცით "ვინც სიყვარული ვერ შეიცნო, იმან ღმერთი არ იცის. რადგან ღმერთი არის სიყვარული". ტრინიტიც ამას ეუბნება ნეოს მკვდრეთით სანამ აღადგენს: "არ მოკვდები, რადგან მიყვარხარ". და იგივენაირად ნეო აირეკლავს მის ღვთაებრივობას და გააცოცხლებს მეორე სერიაში.
QUOTE
ბოლოს არჩევანზე ეგ მოქმედებს
და ყოველთვის მოქმედებდა, ღიად ან ფარულად. გოეთეს სიტყვები ფაუსტის ფინალში "მარადქალური ზეაღგვიტაცებს ჩვენ". ნეო კლუბში მას ეუბნება, ბიჭი მეგონეო, რადგან ღმერთი მამაკაცის სახით ჰყავთ წარმოდგენილი, მაგრამ ტრინიტი ქალია. ეს არის მარადქალური ფილოსოფიური იდეა, რომელსაც აქებენ პოეტები და ხელოვანები, ფილოსოფოსები. და ის აღძრავს ნეოს ქმედებისკენ.
--------------------
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს..."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pepper_Crowley
Imagine
ჯგუფი: Members
Pepper_Crowley
Imagine
ჯგუფი: Members
წერილები: 11258
წევრი No.: 261303
რეგისტრ.: 24-February 21
#57596603
· 4 Mar 2021, 23:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57596626
· 4 Mar 2021, 23:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pepper_Crowley
ჩემი მიხვედრილობის მიუხედავად, ვერ მივხვდი სურათის აზრს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#57598768
· 5 Mar 2021, 16:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
QUOTE
ოთახში ნომრით 303 არის ტრინიტი და იმავე ოთახ 303-ში შერბის ნეო
303 რაზე მიანიშნებს?
3 გასაგებია მარა 303 რატო?
333 -იც გასაგები იქნებოდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57598806
· 5 Mar 2021, 16:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANTALONE
QUOTE
303 რაზე მიანიშნებს?
რიცხვი 33 - ასაკი, რომელშიც გარდაიცვალა ქრისტე. მაგ რიცხვით დაშიფრულ ოთახში უნდა შევიდეს ნეო და იქვე კვდება, რათა მკვდრეთით აღდგეს. 33 არის ასევე მასონურ ტრადიციაში ოსტატის ხელდასხმის ყველაზე მაღალი, ოცდამეცამეტე საფეხური - საკუთარი სულის (და შესაბამისად სამყაროს) მოწყობაში გარკვევა.
This post has been edited by
ლეოპარდი
on 5 Mar 2021, 16:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#57598881
· 5 Mar 2021, 17:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
კარგი , მაგრამ ეხლა რა არის გაუგებარი, ქრისტეს არჩევანი სამყაროს გადარჩენაა/
ნეომ სხვა კარები აირჩია/ ანუ ის მატრიცა გაწირა, და თავისი სულის კარგად ყოფნა აირჩია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57598927
· 5 Mar 2021, 17:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANTALONE
QUOTE
კარგი , მაგრამ ეხლა რა არის გაუგებარი, ქრისტეს არჩევანი სამყაროს გადარჩენაა/
ნეომ სხვა კარები აირჩია/ ანუ ის მატრიცა გაწირა, და თავისი სულის კარგად ყოფნა აირჩია?
ფილმი არც იმეორებს ზედმიწევნით ქრისტიანობის ყველა დეტალს. შეგვიძლია ბუდიზმის კონცეფციებიც დავიჭიროთ ფილმში და სხვა სწავლებებისაც.
ქრისტეს მიერ "სამყაროს გადარჩენა" არც მომხდარა ქრისტიანული სწავლებით ისე, რომ მართლა გადარჩენილი არიან ადამიანები. მან გაჭრა ცნობიერების ახალი არხი, რომელზე დაერთებაც ადამიანის არჩევანია.
მაგ არჩევანზე დეტალური განმარტება არც მიძებნია, საკმაოდ თავისუფალი ინტერპრეტაცია შეიძლება. ნეოს როლი არის ალუზია, მინიშნება ქრისტეს ტიპაჟზე და არა მისი მთლიანი გამეორება. ნეო-ქრისტე და სმიტი-სატანა ერთი და იგივე გამოდის მაგალითად, მაგრამ ქრისტიანს რომ უთხრა ღმერთი და სატანა ერთი და იგივე არისო, კატეგორიულად არ დაგეთანხმებიან (არადა ყურადსაღები კონცეფციაა ეგ
). ნეო ჩვეულებრივი ადამიანია და იღებს სუბიექტურობით ნაკარნახევ იმ გადაწყვეტილებას, რაც გადაწყვიტა როგორც ცოცხალმა არსებამ. შეკითხვა: იქნებ ნეომ უბრალოდ რწმენა გააცხადა იმით, რომ ზიონი არ განადგურდებოდა და რაც მისი პირადი მისიაა - ტრინიტის დაცვა, ამის აღსრულება გადაწყვიტა როგორც რეალური მისიის და არა საკაცობრიო ბუნდოვანი მისიის შესრულება? თან ორაკულთან ბოლო შეხვედრაში ნეო რომ ამბობს, არქიტექტორმა თქვა ამაღამ ზიონი განადგურდებაო, ორაკულს გაეცინება. იმიტომ რომ არც ისეა საქმე, როგორც ჩანს გინდა არქიტექტორის და გინდა სხვა პერსონაჟების ნათქვამში. სიმულაციებია და ყველა საბოლოოდ თავისი რწმენის მიხედვით მოქმედებს. თუ ნეო ქრისტეა, აქაც შეკითხვაა: რამდენად იყო თავად ქრისტე დარწმუნებული იმაში თუ რა შედეგს მოიტანდა?
ესაა მთავარი. "მატრიცა" რაღაც დონეზე არ იძლევა მზა პასუხებს, ჩვენ უნდა ვეძიოთ და იმიტომაც არის ღრმა ფილმი, სულ რაღაც ახალს აღმოაჩენ. ნეოსგან ტრინიტის არჩევა არის ადამიანის რეალური და ბუნებრივი ქცევა და არა ჰიპოთეტური კაცობრიობის გადარჩენა, რომელიც საკუთარ თავს თვითონ მოუვლის და დაიღუპება თუ არა ისიც საკითხავია, ტრინიტი კი აუცილებლად დაიღუპება... და როცა დაამტკიცებს თავის მზაობას რომ სიყვარულს ემსახუროს ბოლომდე და ტრინიტი ბოლოს მაინც კვდება, ნეო ბოლო საფეხურზე ადის, უკვე საკაცობრიოდ წირავს მართლა თავს, იქ უკვე მართლა ქრისტეა როცა ხელგაშლილი ჯვრის ფორმაში კვდება... ნეო აქამდე უნდა მივიდეს, ის ეგრევე ამ ზედა საფეხურზე არ დგას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
შროდინგერისფისო
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
შროდინგერისფისო
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5411
წევრი No.: 241738
რეგისტრ.: 28-March 18
#57599316
· 5 Mar 2021, 19:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
303 რაზე მიანიშნებს?
აიტიშნიკები სტუდიაში
გარკვეული ტიპის პროგრამული ერორია,როგორც ვიცი
ფ.ს დიდებული თემაა,განავრცეთ
--------------------
Hey healthy ones :bis:
What does your health mean!?
https://youtu.be/zrjgPqX7nPs
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
alikantura
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
alikantura
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6831
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10
#57599871
· 5 Mar 2021, 21:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANTALONE
მემგონი განყოფილება შეგეშალა
QUOTE
ვინაა მატრიცაში ტრინიტი რა პროგრამაა?
ან არა პროგრამაა
თავს ვერ დავდებ რომ ბოლომდე მესმის მაგ ფილმში რაც არის ნაჩვენები და გადმოცემული, მაგრამ ჩემი აზრი მაქვს.
ტრინიტი არა მგონია იყოს პროგრამა. არის ადამიანი, რომელიც მატრიცის მეექვსე ციკლში (როგორ არქიტექტორი იძახის ფილმის მოქმედებამდე 5-ჯერ დაინგრაზეონი და ეს უკვე მეექვსე შემთხვევა იქნება) არაკულის ნეირო ინტერაქტიულმა პროგრამამ გამოიყენა რჩეულის არჩევანის სამართავად.
ტრინიტის ჩანერგილი აქვს ნეოს სიყვარული და ეს არაკულმა მოახერხა სავარაუდოდ პეჩენიის მიცემით, ასევე შთააგონა ტრინიტის სიყვარულის გრძნობა ნეოს იმ ნამცხვრით. ეს ფენომენი 2 სერიაში კარგად არის გაშლილი, როდესაც ნეროვინგენის პროგრამა მორფეოს, ტრინიტისა და ნეოს აჩვენებს ჩისქეიქის მოქმედებას რესტორანში. როგორც არქიტექტორი მეორე სერიის დასასრულს ეუბნება ნეო, მეექვსე მატრიცის ციკლი წინამორბედებისგან იმით განსხვავდება, რომ რჩეული შეყვარებულია და წინა ციკლის რჩეულებმა არ იცოდნენ ამ გრძნობის შესახებ. საბოლოოდ, ეს ფაქტი, რომ რჩეული შეყვარებულია, განაპირობებს ახალი ტიპის არჩევანის გაკეთებას, წიამორბედებმა არჩევანი გააკეთეს ომის გაგრძელებასა და მატრიცის გადატვირთვას შორის. ნეო კი არჩევანს აკეთებს სიყვარულსა და კაცობრიობას შორის.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ეს არჩევანი სიყვარულის სასარგებლოდ, სინამდვილეში კი ადამიანის მამოძრავებელი ინსტიქტის მიმართულებით, რაც გამრავლებისადმი ადამიანის ინდივიდების მიდრეკილებას ეხება, ჩანს არჩევანის სინამდვილეში არ არსებობა. ნეოს უკვე აქვს გაკეთებული არჩევანი, რაზეც არაკული ეუბნება მეორე შეხვედრის დროს, ადამიანს შეუძლია უბრალოდ აღიქვას თავის არჩევანი. ანუ ადამიანები არ იღებენ გადაწყვეტილებას გააზრებულად. ისინი სწორედ ამ მოტივზე, გამრავლების ინსტინქტზე არიან ორიენტირებულები და სწორედ ამიტომ არიან ვირულის მაგვარი არსებობები, რაზეც საუბრონს სმიტი პირველ სერიაში და ეს განსაზღვრება ჩემი აზრით მთავარი აზრია მატრიცის ტრილოგიის.
QUOTE
შეიძლება მესამე დონის მატრიცის არსებაა , მანქანების მატრიცის საკონტროლებლად გადმოსული/
ზეონი ჩემი აზრით არის ასევე სხვა დონის სიმულაცია. თუ დააკვირდება მისი ვიზუალიზაცია გავს მატრიცის ვიზუალიზაციას, უბრალოდ ზეონში ლურჯის ფერია დომინანტი და მატრიცაში მწვანე.
ასევე, საინტერესო მომენტია, როცა მეორე სერიაში ბავშვი გადაცემს ნეოს სხვა პერსონაჟის დამხარებით კოვზს ზეონში, ჩემი აზრით ეს ნიშნავს, რომ როგორც მატრიცაში არ არსებობდა კოვზი და პირველ სერიაში როგორც ის ბავშვი ღუნავს კოვზს, ესევეა ზეონშიც და ის კოვზი სავარაუდოდ იმ ბავშვმა გამოაგზავნა. ასევე ფილმში განმარტებული არაა, როგორ შეძლო ნეომ მანქანების ზეონში გაჩერება და როგორ აღმოჩნდა მატრიცაში ისე, რომ არ იყო მასზე მიერთებული, როცა მესამე სერიის დასაწყისში აღმოჩნდა მატრიცაში. ჩემი აზრით ის, რომ ზეონი სიმულაციაა ეს უდაოა. ასევე, საინტერესოა რომ ნეო ხედავს ზეონში სიზმარს, რომელიც სრულად ახდება. ესეც ჩანერგილი რეალობაა.
QUOTE
აი უყურეთ არაფერს არ აკეთებს საერთოდ ფილმში და ბოლოს არჩევანზე ეგ მოქმედებს/
ტრინიტის სიკვდილი აჩვენებს ნეოს, თუ რა იყო მისთვის მამოძრავებელი. ამიტომაც, ის ამ გამრავლების ინსტინქტზე ერთი საფეხურით მაღლა დგება და იღებს გადაწყვეტილებებს სმიტთან ბრძოლისას, რაც განაპირობებს მის გამარჯვებას. ანუ ბოლოს ეუბნება სმიტს, რომ მართალი იყავი ყოველთვისო. ანუ ნეო არის ადამიანი, რომელმაც ბოლომდე ჩამოირეცხა ეს ინსტინქტი და არქიტექტორს მისცა კოდი, რომლითაც ის შემდეგ მატრიცებს შექმნის და საიდანაც შეეძლებათ ადამიანებს თავის დაღწევა, თუ ვირულულ ინსტინქტებს დაძლევენ. ხოლო სმიტის პროგრამა, რომელიც მას მერე რაც ნეომ მოკლა პირველ სერიაში, ანუ პროგრამულად რომ ვთქვა გადაწერა, მატარებელი გახდა ამ გამრავლების ინსტინქტის, რა კოდიც მიიღო ნეოსგან, ამიტომაც აკოპირებს ყველაფერს. ასევე სმიტი სულ იმერობს, რომ ის და ნეო არიან დაკავშირებულები, სწორედ ამაზეა საუბარი. სმიტი მრავლდება ერთუჯრედიანი არსების მაგვარადა. ხოდა ფინალურ ბრძოლაში სწორედ ამის ალეგორიაა. ადამიანის მიერ საკუთარ იმ ინსტინქტებზე გამარჯვება, რომელიც ანგრევს იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობ.
QUOTE
303 რაზე მიანიშნებს?
ნეო თავიდან არის 101 ოთახში. ეს 101 შეიძლება გავიგოთ როგორც ბინარული კოდი, ან ინგლისური თარგმანიდან რჩეული, ONE. ეს კოდი ასევე გვხვდება მეორე სერიაში, ნერავინგენის რესტორანიც ამ ოთახშია. 101. ოთახი სადაც კვდება ნეო და მერე ცოცხლდება, ეს არის 303, ანუ ნეოს სრულყოფილების ადგილი, რაც ზემოთაც გითხრა ლეოპარდმა განპირობებულია სიყვარულით. თუმცა, ეს პირველი სერიის ბოლოა და ეს გრძნობა როგორც მეორე და მესამე სერიიდან იხსნება არის ილუზორული, ჩანერგილი სხვა მიზნიზთვის, რაც არაკულმა გააკეთა, როგორც ფილმიდან ჩანს არქიტეტორისგან დამალულადაც. თუმცა, პირველი სერიის ბოლოს რეჟისორებს ალბათ ქონდათ სურვილი დაეტოვებინათ მაყურებელში ერთგვარი სრულყოფილების განცდა, რაც შემდგომში ფრუსტრაციისა და იმედგაცრუების საფუძველი იქნებოდა.
* * *
QUOTE
კარგი , მაგრამ ეხლა რა არის გაუგებარი, ქრისტეს არჩევანი სამყაროს გადარჩენაა/
ნეომ სხვა კარები აირჩია/ ანუ ის მატრიცა გაწირა, და თავისი სულის კარგად ყოფნა აირჩია?
სინამდვილეში ნეოს ქრისტეზე ანალოგია არც მთლად რელევანტურია, ვერ ვხედავ მასში ქრისტეს.
უფრო ბუდას ვამსგავსებ. ანუ არის ადამიანი და მერე გახდა ღმერთი.
ქრისტე როგორც ვიცით დედამიწაზე მოვლედინვე იყო ორივე ბუნების მატარებელი, ღმერთის და კაცის.
რაც შეხეება ნეოს არჩევანს, ნეო 3 ჯერ აკეთებს არჩევანს.
1-ჯერზე იღებს წითელ ტაბლეტს, რომელსაც აწვდის მორფეუსი. ანუ აფიქსირებს სურვილს შეიმეცნოს, გაიგოს მეტი, რაც ანალოგიაა ადამის მიერ ვაშლის ჭამაზე.
2 -ჯერზე ირჩვს ტრინიტის, სადაც ჩანს ადამიანური არსების სრული აბსურდულობა, ანუ საკუთარი გამრავლების ინსტინქტიდან გამომდინარე, რომელიც ადამიანში ბუნებამ ცოცხალ ორგანიზმებში სახეობის გადარჩენისთვის ჩანერგა, ადამიანმა გამოიყენა კაცობრიობის წინაღმდეგ. აქ გამოჩნდა ადამიანური გადაწყვეტილებების სრული უსუსურობა და ალოგიკურობა, ასევე ის, რომ ადამიანი მუდმივად აირჩევს გრძნობებს, ნაცვლად ფიქრისა.
3-ჯერზე, აირჩია დაამარცხოს ინსტინქტი, საკუთარი თავგანწირვის გზით.
This post has been edited by
alikantura
on 5 Mar 2021, 21:54
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#57600447
· 5 Mar 2021, 23:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეკობრებო თითქოს მესმის ყველაფერი მაგრამ მაინც არ მესმის.
თუ სიყვარული ჩანერგილი პროგრამაა. და ინსტინქტი სხვა რა არის თუ არა ბაზისური პროგრამა. მაშინ რანაირად არის სიყვარული ღმერთი და სამება ან თუნდაც გზა მისკენ?
დავუშვათ სიყვარული არ არის ინსტინქტზე ზედნაშენი და საერთოდ სხვა რაღაცაა. რომელიც პროგრამულად არ გამოითვლება.
რანაირად მაძლევა ის ბრძოლის/მოქმედების/არჩევანის კეთების მოტივაციას?
ის უბრალოდ პროგრამული არსებობის აუტანლობას ამსუბუქებს. ან რაღაც აზრს აძლევს.
არა. მე კი მესმის მაგრამ საერთოდ არ მესმის.
არკანებზე უნდა გადავამოწმო . რა კარტები თამაშობს ამ ფილმში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57600610
· 6 Mar 2021, 00:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANTALONE
QUOTE
თუ სიყვარული ჩანერგილი პროგრამაა. და ინსტინქტი სხვა რა არის თუ არა ბაზისური პროგრამა. მაშინ რანაირად არის სიყვარული ღმერთი და სამება ან თუნდაც გზა მისკენ?
ერთი მეორეს არ უშლის. სიყვარული უფრო ფართოც არის და ღმერთივით უსახელო უნდა იყოს, რადგან ის მოიცავს არა მხოლოდ შეერთება-განვითარების, არამედ დაშლა-განადგურების პროცესსაც. და ამ ერთდროულად ტკივილითა და სიამოვნებით სავსე გზაზეა სიყვარული. მათ შორის ყველაზე ბნელი ინსტინქტების ჩათვლით.
QUOTE
რანაირად მაძლევა ის ბრძოლის/მოქმედების/არჩევანის კეთების მოტივაციას?
როცა ის პროგრამულად არ გამოითვლება, ვერც მოიხელთებ. და რასაც ვერ მოიხელთებ, იმის პრინციპებსაც ბოლომდე ვერ მოიხელთებ თუ როგორ იძლევა მოტივაციას... თუ ამ დაშვებით წახვალ.
QUOTE
არკანებზე უნდა გადავამოწმო . რა კარტები თამაშობს ამ ფილმში
ნეო არის "სულელი".
ტრინიტი უნდა იყოს "იმპერატორი ქალი". ასევე "ქურუმი ქალის" გამოხატულებაც.
მორფეუსი "იმპერატორი" უნდა იყოს.
სმიტი - "ეშმაკი".
ორაკული - "სამართლიანობა", ის უნდა გადმოსცემდეს კარტ "შეყვარებულების" პრინციპებსაც, ეს კარტი არჩევანს განასახიერებს...
და კიდევ ბევრ სხვა სიტუაციას და სიმბოლოს ერგება მანდ ტაროს სხვა კარტებიც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯარჯი
100%
ჯგუფი: Members
ჯარჯი
100%
ჯგუფი: Members
წერილები: 7002
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17
#57600890
· 6 Mar 2021, 01:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
alikantura
ნეო რევოლუციონერია - ჯერ არ დაბადებული მოციქული.
პირველივე ნაწილში ჩანს რომ რაღაც არალეგალური საქმიანობით ისედაც არის დაკავებული თუმცა არაუსასყიდლოდ-ესეც გარკვეულ წილად "სხვა კუთხიდანაა".
ტრინიტი მერტივი ჭეშმარიტებაა, საწყისი პროგრამის "ნახევარი"
--------------------
დედას #######ავთ!
სა ქარ თვე ლო! სა ქარ თვე ლო!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
alikantura
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
alikantura
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6831
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10
#57601375
· 6 Mar 2021, 06:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANTALONE
QUOTE
თუ სიყვარული ჩანერგილი პროგრამაა. და ინსტინქტი სხვა რა არის თუ არა ბაზისური პროგრამა. მაშინ რანაირად არის სიყვარული ღმერთი და სამება ან თუნდაც გზა მისკენ?
ღმერთი არაფერ შუაში არაა. არც სიყვარული არაა ამ ფილმში წარმოდგენილი როგორც ამაღლებული გრძნობა, პირიქით. ადამიანის ვირუსთან შედარება ხდება სწორედ ამ გრძნობიდან გამომდინარეა. ანუ რეჟისორები გამრავლების ინსტინქტსა და ნეოსა და ტრინიტის სიყვარულს ერთმანეთისგან არ ანსხვავებენ. ფილმში არის სიყვარულის განსხვავებული სახეობის იდეა, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ სიყვარულთან რაც ჩვენ ვიცით. რეალურად რაც ჩვენ ვიცით სიყვარყულზე, ეს ეგოიზმის გამოვლინებაა და მეტი არაფერი, რომლის მიმართაც ადამიანები არიან დაპროგრამებულები.
არაფერი არაა ფილმში ღმერთისკენ მიმავალ გზაზე. არც სამებაზე, უბრალოდ ტრინიტის ქვია ტრინიტი. ეგრე არაკულსაც ქვია არაკული, მაგრამ მართლა წინასწარმეტყველი კი არაა. პროგრამაა. ან მორფეუსი სიზმრის ღმერთი კი არაა,
QUOTE
დავუშვათ სიყვარული არ არის ინსტინქტზე ზედნაშენი და საერთოდ სხვა რაღაცაა. რომელიც პროგრამულად არ გამოითვლება.
რანაირად მაძლევა ის ბრძოლის/მოქმედების/არჩევანის კეთების მოტივაციას?
არ გაძლევს. და ფილმი სწორედ მაგაზეა, რომ ადამიანი რომელსაც გოონია, რომ არჩევანი გააკეთა, სინამდვილეში არჩევანი მანამდე ქონდა გაკეთებული, ადამიანს ერთადერთი შეუძლია აღიქვას ის. ხოლო მიზეზი ამ გადაწყვეტილებისა და სათავე არის ეს გამრავლების ინსტინქტი. არჩევანის წინაშე ადამიანების დაყენება ეს არის მეთოდი, რომლის შემთხვევაშიც ადამიანები იღებენ თამაშის წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევანი არის მართვადი, რადგან არის ინსტინქტი.
QUOTE
ის უბრალოდ პროგრამული არსებობის აუტანლობას ამსუბუქებს. ან რაღაც აზრს აძლევს.
მეთოდი რომლითაც სმიტი აკოპირებს თავის თავს, არის ინსტინქტის ძირეული არსი. სინამდვილეში გამრავლების დროს ადამიანის მამაოძრავებელი სწორედ ეს ინსტინქტია. ქმნას საკუთარი თავის ნაირი. ნეოს და ტრინიტის სიყვარული კი თითქოს ზედნაშენი და უფრო ამაღლებული ფორმა ამ ინსტინქტის, თუმცა ფილმში სწორედ ამ ორი რამის მიმართ არის ტოლობის ნიშანი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#57606193
· 7 Mar 2021, 01:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANTALONE
საერთოდ მაგ ფილმში ბევრი ოკულტური სიმბოლოებია გამოყენებული და ამის
გამოა ეს ფილმი ძლიერი თუ არ გავითვალისწინებთ იმ "ექშენებს" რომლებიც სანახაობრივად
არის გამოყენებული, ორთაბრძოლის ტექნიკები თუ სროლები... ისე კარგი თემაა ბევრ საინტერესო
მომენტებს აქვს ადგილი. მაგ. ორაკელი და ა.შ.
ლეოპარდი
QUOTE
. 33 არის ასევე მასონურ ტრადიციაში ოსტატის ხელდასხმის ყველაზე მაღალი, ოცდამეცამეტე საფეხური
გააჩნია რომელი ლოჟაა, ზოგან 96- ია უმაღლესი საფეხური...
alikantura
QUOTE
უფრო ბუდას ვამსგავსებ. ანუ არის ადამიანი და მერე გახდა ღმერთი.
ბუდა ღმერთი არ გამხდარა, ის ავიდა ანგელოზის საფეხურზე... და ამითომ აღარ რეინკარნირდება...
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0313 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.