-მაბადიე, ჰარი! - ნევილის სახე ტანჯვას დაემანჭა, ფეხები კი ისევ შეუჩერებლად ცეკვავდნენ, - დამადავე ვარ, ჰარი, არ მიდოდა ...
- არა უშავს! - დაიყვირა ჰარიმ, - შეეცადე, ადგე, აქედან უნდა წავიდეთ ...
- დაბდორ! - ნევილს გაოფლილი სახე უცებ შეეცვალა.
- რა?
- დაბდორი!
ჰარიმ იქით გაიხედა, საითაც ნევილი იყურებოდა. პირდაპირ მათ თავზემოთ, ტვინების ოთახში გამავალი კარის ზღურბლზე, ჯოხშემართული ალბის დამბლდორი იდგა. სახე მრისხანებისგან გასთეთრებოდა. ჰარიმ უზარმაზარი შვება იგრძნო - გადარჩნენ!
---
დამბლდორზე გამახსენდა ახლა, ამ მომენტზე მაკანკალებს

)) ჰარიმ კი არა მე ვიგრძენი უზარმაზარი შვება, როცა ნევილის ,,დაბდორი" წავიკითხე. ისეთი სცენაა რა, რომ შეუძლებელია არ იგრძნო. სასოწარკვეთილი ხარ, გამოუვალ სიტუაციაში და უცებ - ,,დაბდორი".
კეთილი, ბრძენი და საშინლად ძლიერი.
ჰარი პოტერის ფილმები დამბლდორის გამო არ მინახავს. მსახიობი რომ ვნახე - ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. ჩემი დამბლდორი არაა ეგეთი.
დილა მშვიდობისა კუდრაჭებო.
წვიმს.
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი