forum123forumმეგონა ჩემ ნაწერს ვკითხულობდი
აი როგორ მესმის შენი ვერც წარმოიდგენ, მართლა საშინელებააა
ზოგისთვის სასაცილო პრობლემაა ამგრამ არაა ეს სასაცილო, ზოგიერთი სიბერერეშიც კი უყურებს, დამოკიდებულია, ზოგიერთს კი პარტნიორზე არ აქვს ერექცია და პორნოს რომ ჩართავს მერე აქვს, ეს არის უკვე შორს წასული პროცესი და ამაზე თავის დანებება აქედანვე თუ არ ცადა ადამიანმა არაა გამორიცხული ბოლოს მსგავსი შედეგი მიიღოს...
არც ჯანმრთელობისთვისააა კარგი, პროსტატიტს იწვევს და ჯანმრთელობას იზიანებს ადამიანი
ამისგან განკურნება უფრო მძიმეა თუ ისეთი სამსახური/სამუშაო აქვს ადამიანს რაც აიძულებს რეგულარული ხშირი ურთიერთობა ქონდეს კომპიუტერთან და არ ყავს მეგობრების დიდი წრე, მარტოსულია
ამისგან თავის დანებების საწყისი ეტაპია პორნოსთან წვდომის შეზღუდვა მაქსიმალურად... თუ სამსახური არ გავალდებულებს საერთოდ არ გაეკარო ადამიანი 1 წელი კომპიუტერს ჯობია, ცოტა წარმოუდგენელია ეს 21_ე საუკუნეში მაგრამ თუ გინდა ადამიანი განიკურნო ამის გარეშე ვერ იზამ
იგივეა ადამიანს დაკლება უნდოდეს, დიეტაზე ყოფნა და ამ დროს მეგობრებს რესტორნებში და საშაურმეებში დაყავდეს ან იქვე ტრიალებდეს.
ასე რომ სანამ წყაროს არ გათიშავ იქამდე ძნელია დანებება.... 1 წელი კარანტინში უნდა ჩასვა თავი და შეაჩვიო ორგანიზმი ამის გარეშე ცხოვრებას, მერე შეიძLება დაუბრუდნე ნორმალურ რეჟიმს, ერთი წელი უნდა მოითმინო
1) არ გაეკარო პლანშეტს
2) არ გაეკარო კომპიუტერს
3) მობილური დროებით 1 წელი ისეთი ატარო რომლითაც ინტერნეტში ვერ იძრომიალებ, რამე უბრალო კნოპკებიანი, მარტო სმს და დარეკვის ფუნქცია რომ აქვს
4) ტელევიზორში მოერიდო ეროტიულ ფილმებს ან როცა ეგეთი სცენაა ან იცი ეგეთი სცენა ახლოვდება ნაცნობი ფილმია, საერთოდ ადექი იმ მომენტში და გამოდი ოთახიდან, გადაჩვიე თავი ეკრანზე ყურებისას ამით სიამოვნების მიღებას
5) არ გაეკარო ისეთ ურთიერთობებს სადაც მარტო მოფერების უფლებას გაძლევს პარტნიორი და სექსამდე არ მიდის საქმე. სახლში რომ დაბრუნდები გაგიჟებული იქნები, ასეთ ურთიერთობას ჯობია საერთოდ არ გქონდეს ურთიერთობა, ეგეც აზიანებს
6) სახლში დიდხანს ნუ გაჩერდები, ეს პრობლემა იმათ აწუხებთ და უმწვავდებათ უფრო ვინც რეგულარულად დიდ დროს ატარებს მარტო სახლში...ეცადე საკუთარ თავთან მარტო იშვიათად დარჩე
სანამ ასეთ იძულებით ნაბიჯებს არ გადადგამ შედეგი ვერ დადგება
-------------------------------------------------------------------------------------
მერე თუ პარტნიორი არ გყავს და მარტო ხარ მაშინ დამატებითი შეზღუდვები მოგიწევს
7) უნდა მოერიდო ისეთ ადგილებს სადაც გაღიზიანდება შენი თავი, მაგალითად ღამის კლუბებს...ზაფხულობით მოერიდო ისეთ ხალხმრავალ ქუჩებს სადაც ტრუსის ზომა პატარა ვითომ ''შორტებით'' და ამოღებული ღრმა დეკოლტეებით ან ულიფოდ თხელი მაისურით ''დაეთრევიან'' ახალგაზრდა გოგონები და სიცოცხლეს უმწარებენ ჩვენნაირებს
თბილისში მაგალითად რუსთაველზე საღამოს სეირნობას ზაფხულში, აღმაშენებელზე და ა.შ. ასევე სკვერებში და ასეთ სასეირნო თავშეყრის ადგილებში
იმიტომ რომ შენ ხარ მარტო, სახლში მოხვალ დაგრუზული და არ იცის ორგანიზმმა როგორ დაიცალოს და ერთადერთი ალტერნატივა რჩევა
8) ასევე ის ერთი კარანტინის წელი მოერიდო ზღვაზე წასვლას
9) მაქსიმალურად მოერიდოს სახლში ყოფნას, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ნაცნობებთან, მეგობრებთან, ამ დროს ტვინი გადართულია ასევე მუშაობს სხვებთან სირცხვილის გრძნობაც ქვეცნობიერში და ასეთი ფიქრები ნაკლებად უტევს გონებას თუ იქვე ნახევრად შიშველი გამომწვევი გოგო არ უდგას
11) საუკეთესო შედეგს იძლევა მძიმე ფიზიკური დატვირთვა, სახლში დაღლილი და სახეახეული მისვლა კარგი იარაღია ამის წინააღმდეგ.
ამიტომ თუ რამე საქმე გაქვს ფიზიკური სამუშაო რომ ჭირდება არ უნდა დაგეზაროს და ეცადო მაქსიმალურად დაღალო თავი, ვარჯიში იდეალური არჩევანია....ოღონდ ფიტნეს დარბაზებს უნდა ერიდო, თორემ იქ იმდენი შორტიანი და ელასტიკებიანი მიმზიდველი გოგოების დანახვა უარეს შედეგს მოიტანს
12) მოერიდო ისეთ მეგობრებს ვინც 24 საათი ქალებზე და ტყვნაზე ლაპარაკობს, ვინც ტვინს ღუნავს
13) ეცადო გაიჩინო ისეთი ადამიანი რომელთანაც რეგულარულად გექნება ურთიერთობა, ეს ყველაზე კარგი წამალია, არც ცოლის მოყვანააა ცუდი იდეა, ოღონდ ისეთი სტანდარტული გრუზინული ოჯახი არა, რომ მოიყვანენ, ნახევარი წელი ეფერება ქმარი, მერე იმშობიარებს ცოლი, გახდება მოუვლელი, გასუქებული, დეპრესიული დაღლილი გამოხედვის და აღარ აქვს ქმარს სურვილი მასთან სექსის და სხვებთან დაძვრება, ეს კი სახლშIა მიგდებული პატარა ბავშვთან....ასეთ ოჯახს თუ ვინმე აპირებს მაშინ მე_13 პუნქტი მისთვის არააა
ცოლის შერჩევისას კიდე გასათვალისწინებელია ტემპერამენტი, ერთმანეთს უნდა უგებდეს ადამიანები...ერთი პერიოდი მეგონა თანატოლებში ისეთი გოგოების კატეგორია, ნახევრად შიშველი რომ დადიოდნენ, მუდამ იწვევდნენ ბიჭებს ჩაცმულობით, ცეკვავდნენ, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ მოკლედ აქტიურები იყვნენ და თამამები, მეგონა ყველა ასეთი გოგო ტემპერამენტიანი და ვნებიანი იყო...ხოლო ისთები ვინც მორიდებულია, ჩუმადააა, პასიურად და შედარებით ''შეფუთულია'' ტანსაცმელით იყო ნაკლებად ტემპერამენტიანი ან საერთოდაც უგრძნობი, ფრიგიდული
თურმე ვცდებოდი
ეგეთი აქტიურო გოგო ე.წ. ''ცეცხლს რომ დაანთებს'' ისეთი ბოლოს აღმოჩნდა უგრძნობი, ფრიგიდული, რომელსაც ორგაზმის პრობლემა ქონდა და ხშირი სექსი აღიზიანებდა, ამიტომ მისი პარტნიორები იძულებულები ხდებოდნენ ღალატი დაეწყოთ და გოგო რომელიც მეგონა უგრძნობი, ერთი უბრალო გოგო, რომელსაც ხმასაც კი ვერ ამოაღებინებ მეძავსაც რომ შერცხვებოდა ლოგინში ისეთი აღმოჩნდა
პს. ასე რომ პორნოდამოკიდებულება სერიოზული პრობლემაა და მისი უგულებელყოფა არ არის კარგი იდეა...დამოკიდებული მსხვერპლი ადვილად მიხვდება რომ ერთ დღესაც ძველი შინაარსის ვიდეოები აღარ აღიზიანებს მის ორგანიზმს, ვერ კმაყოფილდება, ეძებს ახალი შინაარსის ვიდეოებს და გარკვეული პერიოდის მერე უფრო და უფრო ავადმყოფური შინაარსის ვიდეოები იზიდავს, ბოლოს ისეთების ყურებას დაიწყებს რისი გამხელასაც სხვებთან ვერასდროს გაბედავდა, აღმოაჩენს რომ აქამდე თუ გული ერეოდა ან არ აინტერესებდა მერე ისეთი ვიდეო მიიზიდავს ანუ ეს არის პროგრესირებადი დააავადება და რაც უფრო საწყის ეტაპზე დააღწევს ამისგან ადამიანი თავსაჯობებს....თორემ ერთ დღესაც აღმოაჩენს რომ ისეთი ავადმყოფური ფანტაზიის ვიდეოები მოწონს რასაც ''ვერ'' გააკეთებდა პარტნიორთან და ამიტომ პარტნიორთან სექსი გახდება უინტერესო და ვიდეო კი საინტერესო, აი აქედან იწყება უკვე დარხევა

პს.2 მე ეს შევძელი, სხვაც შეძლებს, ადვილი არაა მაგრამ შეუძლებელი არაა თუ მოინდომებს ადამიანი, შეიძლება ასეთი რეჟიმის დაწყებიდან ხანდახან იყოს ''ჩავარდნა'' მაგრამ ამის გამო არ უნდა მიატოვო, მთავარია სტაბილურობა, სისტემატიურობა და აუცილებლად დაიწყება შედეგის მოსვლა, ოღონდ ისეთი ''ჩავარდნები'' არა თავის მოტყუება რომ გამოდის
პირველი 3 მძიმე თვის მერე ნელ-ნელა იწყება შემსუბუქება და ისე აღარ გაწუხებს. ისე შეიცვლება თავი ვერც იცნობ, ფსიქოლოგიურად უფრო თავდაჯდერებული ხდება, ორგანიზმიც აღარ გრძნობს თავს გამოფიტულად და ენერგიითააა სავსე...გიბრუნდება სხვა რამეების მიმართ ინტერესი
This post has been edited by Mr Angry on 5 Jul 2021, 11:30