წლებია უკვე დეპრესია მაქვს
24 ის ვარ და ალბათ 20 წლიდან მოყოლებული თვალსაჩინოდ მაქვს დეპრესია
მანამდეც არ ვიყავი დიდად მხიარული, მაგრამ დაახლოებით მაგ პერიოდიდან უკვე საგრძნობია
ხან ყრუ ტკივილისავითაა ხან აშკარად იგრძნობა მაგრამ ფაქტია რომ 24/7 ზე არის
არ მახსოვს ბოლოს რამით ბედნიერი ვყოფილიყავი
არის მომენტები რომ მიხარია ცხოვრება მაგრამ როგორც იტყვიან ზღავში წვეთია
ცხოვრების მიმართ მადლიერი ვარ რადგან ყოფით დონეზე ყველაფერი მაქვს: ჯანმრთელობა, სახლი, საჭმელი
უბრალოდ ჩემივე შეხედულების ტყვე ვარ და ამისგან განთავისუფლება იმდენად რთულია როგორც საკუთარი თავის დანახვა სარკის გარეშე
ამას წინათ კოვიდიც გადავიტანე და ბოლო 2 თვეში ვირუსი, პლიუს 2 აცრა გავიკეთე
ახლა კი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით საკუთარ თავს ვეჭიდავები რამე რომ გავაკეთო
ფაქტიურად აღარაფრის სურვილი არ მაქვს
უკვე სპორტული ინტერესი მაქვს, რამდენი ხანი უნდა ვიყო მარტო და რამდენი ხანი არ უნდა მინდოდეს ადამიანებთან კომუნიკაცია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «