ხვალ გამწერენ კოვიდ-სასტუმროდან.
გუშინ MAT გამიკეთეს.
სისუსტე და ხველა დამიტოვა...
წარმოდგენა არ მინდა, აცრილი რომ არ ვყოფილიყავი... ან გადავრჩებოდი, ან ვერ.
ქეისების 73% ომიკრონია მეც ეს შტამი შემხვდა, სავარაუდოდ.
ამ წელმა ყველა გეგმა ამომიყირავა..
ყველაფერი ისევ ნულიდან უნდა დავიწყო.
სხეული მაქვს მოშვებული და უსიციცხლო, 4-5 კგ მექნება დაკლებული, თუ მეტი არა, ამ 10 დღეში...
ყნოსვა და გემო დამიბრუნდა, დაქვეითებულად, მაგრამ სულ გამქრალი არაა..:
მადლობა ღმერთს, გადავრჩი!
ადამიანებმა ისევ გაყიდეს თავი. უკვე აღარაფერი მიკვირს.
რეაბილიტაციას გავივლი და ისევ დავდგები ფეხზე!
მე ძლიერი ვარ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი, ვარ, ვისაც კი ვიცნობ გარშემო !
ეს არ ყოფილა ჩემი არჩევანი, უბრალოდ ასე გამოვიდა...
მიყვარს სიცოცხლე და ალბათ ჩემი მისია ჯერ არ დამისრულებია დედამიწაზე