ბოლო ორი წლის განმავლობაში დღეს პირველად ვიყავი გარეთ,
იყო პერიოდი სახლში თითქმის არ შემოვიდოდი ხოლმე მახსოვს...
ვერ ვადაპტირდი , ცოტა გამიჭირდა , ზედმეტად ხმაური იყო ვიდრე ადრე..
არადა ხალხი თითქმის არ დადიოდა..
როგორ მეუცხოვა ცოტა რომ გავიარე და ვიგრძენი როგორც ადრე, ისე რომ არ ვიყავი..
ძალიან გამიჭირდა, და უფრო ის რომ დამაფიქრა ამ ყველაფერმა იმაზე თუ როგორ მიმიჯაჭვა ამ რუტინამ..
არა ბევრი მორალური ბენეფიტი აქვს სავარაუდოდ ამ ყველაფერს მაგრამ ვფიქრობ უფრო დამაზარალა, ამ სივრცეში ხო მნიშვნელოვანი დროა..
რამდენი ხანია რაც ძალიან მიყვარდა არ გამიკეთებია..
პინგ-პონგი, ცურვა, სკვერში ჩამოჯდომა და ჩიტების გამოკვება)
ბავშვობის ორმა მეგობარმა დამაფიქრა ამ ყველაფერზე რომლებიც ამასწინათ იყვნენ, ახსოვთ ჩემგან კარგი რაღაცეები და გამიხარდა მეც ეს. რაღაცეები მოიტანეს რას ვიფიქრებდი დაბადების დღე თუ ემახსოვრებოდათ :დ
ერთს ცოლი მოუყვანია
მეორე გათხოვილა და ბავშვი ყავს..
მე ამასობაში 24 წლის გავხდი ჯერ 20ის რო ვიყავი ისე მეუცხოვა 19ის მერე ახლა ეს

..
ამდენი დიდი ხანია არ დამიწერია, და არავისთან მილაპარაკია
ვნახოთ, ეწეროს როგორც არის ისე არის..
დღესაც გავალ
ხვალაც
ვნახოთ ზეგ ვაჯობებ თუ არა საკუთარ თავს.
თუ კი, მომიწევს თავდაუზოგავი შრომა რაც ნამდვილად არ მეზარება..
იმედია ძალიან გვიანი არ არის
შენ იცი ნიკა
