ბევრი საყვარელი ადამიანი გარშემო , ბავშვები, დიდები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები...
ბევრი უპოვარიც, მთხოვნელიც....
დიდი აგარაკი, სტუმრები, , მასპინძლობა, თამაშები, გართობა, სიცილი, სილაღე, სითბო, სიყვარული, გეგმები....
მომავალი, რომელიც ყველას ბრჭყვიალა და ფერადი წარმოგვედგინა...
საერთოდ ამოტრიალდა ყველაფერი

და ჩაგვიყოლა მეტ-ნაკლებად....
მე წამლეკა...არ დამახრჩო , ნაპირზე გამომრიყა...
ბავშვის ნაბიჯებით დავიწყე და ვისწავლე ცხოვრება , თავიდან

ამ ზღაპარში გამოგონილიც რამდენი ყოფილა...
მტკივნეულია ამის გააზრება, მაგრამ სხვანაირად ვერ გააგრძელებ.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ზღაპარი ისევ გავაცოცხო ჩვენს გარშემო! რომ ჩვენს ბავშვებსაც ჰქონდეთ ბედნიერი მოგონებები, მთელი ცხოვრება რომ გაჰყვებათ, ისეთი.
კი, ესაა ნამდვილად ჩემი მისია.
გთხოვ, მომეცი ამის ძალა, უნარი,
და ყველაზე მთავარი : კარგი ადამიანები შემახვედრე ❤️☀️