#61665880 · 3 Nov 2024, 14:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან გამოსადეგი პოსტი იყო, დაახლოებით 2 წელი დამჭირდა რომ ამეთვისებინა ეს ყოველივე და გამომეყენებინა პრაქტიკაში. როდესაც ვინმე ახლობელს მობილურით ვერ ვუკავშირდები ჩვეულებრივად ტელეპათიით ვეკონტაქტები ხოლმე და ძალიანაც შედეგიანად. ჩემი ცხოვრება ამ უნარმა რადიკალურად შეცვალა. თუმცაღა ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ არ ვჩერდები და ახლა უკვე მინდა რომ ეგრეთწოდებული ტელეკინეზი ავითვისო და პრაქტიკაში განვახორციელო. ზოგჯერ მჭირდება, რომ გარკვეული ობიექტები გონების ძალით გადავაადგილო ან ჩემთან მოვიტანო, რათა ასე ვთქვათ უფრო მეტი კომფორტი შემოვიტანო ჩემს ცხოვრებაში და ასევე საინტერესო სფეროცაა მოგეხსენებათ. იქნებ გქონდეს ამაზეც გარკვეული ინსტრუქცია, როგორ შეიძლება რომ ეს უნარი გავაღვიძოთ ჩვენს გონებაში და განვახორციელოთ პრაქტიკაში? რა ზომის ობიექტების მანიპულირებას შევძლებთ და ასე შემდეგ.
|