არადა საზოგადოებაში არსებული გარკვეული ჯგუფების დემონიზება და კოლექტიურად ყველასთვის უარყოფითი/დამცინავი/აგდებული/შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკვრა არის გონებრივი სიბნელის პირველი ნიშანი.
ნებისმიერ ჯგუფში იქნებიან ისეთი ადამიანები, ვისთან შედარებითაც უფრო დებილი გამოჩნდები, ან გაუნათლებელი, ან უვიცი, ან ვისაც შენზე მეტად ეყვარება ნაყინის ჭამა, ან ვინც ნებისმიერი პარამეტრში დაიხევს შენს სქილებს, თუნდაც აგდებულ დამოკიდებულებას და ცინიზმს.
არ შეიძლება ეს კოლექტივიზაცია + დემონიზაცია, უბრალოდ არასწორია. ,,ის მრევლია? ე.ი. დებილია. ის ლგბტ პრაიდის აქციაზე იყო? ე.ი. პიდარასტია. ის ანტივაქსერია? ე.ი. ხალხის მტერია".
კარგებიც და ცუდებიც, ბოროტებიც და კეთილებიც, დედა#####ული ავაზაკები და კეთილი სამარიტელები და ა.შ. არის საზოგადოების ყველა ფენაში, ეკლესიაშიც, ლგბტ თემშიც, ქოცებშიც, ნაცებშიც, ტელეკომპანია მთავარზეც და ტელეკომპანია იმედზეც და ისევ ა.შ.
ნებისმიერი ადამიანი, პიროვნებაა და ძალიან რთული არსება, და მისი 1 კონკრეტული შეხედულების გამო დებილად მონათვლა, ისე რომ არ იცნობ რა დგას ამ პიროვნების მიღმა, ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. იცი რატომ? ეს კოლექტიური დემონიზაცია, ადამიანებს შორის ზიზღის გაღვივების ერთ-ერთ საშუალებაა, რომელიც ოდესღაც შემოაგდეს და რომელიც ძალიან წარმატებით გაქვს შეთვისებული.
სხვის მიერ თავს მოხვეული ცუდი აზროვნების მსხვერპლო
Dv@li, შენ ტვინი გაქვს, შენ შეგიძლია აზროვნება, მთავარია თვალები გაახილო.
სანამ ჩემს პოსტს მტრული განწყობით წაიკითხავ და მერე აგდებული ტონით რამე ###ობას მომწერ, ეცადე იპოვო შენს თავში ძალა და ეს პოსტი რამდენიმეჯერ წაიკითხო, მისი შინაარსის უკეთ გასაგებად. განა ცუდი მინდა შენთვის, ამდენი ვიწვალე, ვწერე, იმედი მაქვს რომ შეგიძლია უკეთესი იყო, ნუ გამაწბილებ.
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი