ამ ბოლო დროს ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება რომ "მიწასთან კონტაქტი", "მიწაზე მუშაობა" ადამიანს ათავისუფლებს ნეგატიური ენერგიისგან, კურნავს დეპრესიას, სტრესს და ა.შ.
არც მთლად ასეა საქმე. უფრო სწორედ კი, ეს საკითხიც ინდივიდუალურია, როგორც სხვა ბევრი რამ.
ამ ფართოდ გავრცელებულმა ცრუ მოსაზრებამ კი, უმეტეს შემთხვევაში ის ცუდი საქმე გაკეთა, რომ საკმაოდ სერიოზული ფსი. პრობლემების მქონე ხალხმა, თერაპიული მიზნებისთვის შეიძინეს მიწის კავეთები და მთელი მონდომებით შეუდგნენ "მკურნლობას".
რეალური პრობლემები კი დარჩა გაუცნობიერებელი და მოუგვარებელი. უბრლოდ ყურადრება გადავიდა მიწის ჩიჩქნაზე და მასთან დაკავშირებულ ყოფით "პრობლემებზე".
ეს ილუზია საბოლოო ჯამში საკმაოდ ძვირი დაუჯდება "ფსი-მიწათმოქმედს", იმიტომ, რომ იკარგება დრო, მოუგვარებელი პრობლემა კი უფრო ღრმად იდგამს ფესვებს ადამიანის ფსიქიკაში.
არიან ადამიამნები რომლებსაც მართალაც აქვთ პოზიტიური ენერგეტიკული კავშირი მიწის სტიქიასთან და ნიჭიც, მიწაზე მუშაობის.
და ამ ადამიანებს, სხვათაშორის, მაინცადა და მაინც არ აწუხებთ რამე ფსი. პრობლემები
This post has been edited by masai11 on 15 Jul 2021, 22:58