#58275807 · 22 Aug 2021, 16:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,აგვისტოს 27 იყო. ტაილანდის ბნელ ქუჩებში დავსეირნობდი და ისეთ რესტორანს ვეძებდი, სადაც მოხარშულ ბრინჯს გარნირად შემწვარი ტარაკანები მოჰყვება.
უცებ წინ ჩრდილი ამესვეტა, თოფი მომიშვირა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა: დაყარე იარაღიო.
სევდიანად გავუღიმე და ის იყო რამე ჭკვიანური პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ ფეხის თითზე მწველი ტკივილი ვიგრძენი. დავიხედე და პატარა ჭიანჭველა მკბენდა.
სული შევუბერე და მოვიშორე. ზემოთ რომ ავიხედე, ჩრდილი გამქრალიყო. მეც გზა განვაგრძე.
გამვლელები კანტიკუნტად მოძრაობდნენ ქუჩაში და ზრდილობიანად მესალმებოდნენ.
გზამ პატარა ტბორთან მიმიყვანა. დასასვენებლად ჩამოვჯექი და ანკესი გავმართე. ვიჯექი და კარტოფილიან ღვეზელებზე ვფიქრობდი, სანამ ანკესის ჭრიალმა არ გამომაფხიზლა.
წაგიკითხავთ მოხუცი და ზღვა? მოხუცი სანტიაგო შურით გასკდებოდა ისე მარტივად ამოვაგდე ნაპირზე 37 კილოგრამიანი ლოქო. იქვე გამოვშიგნე, გავასუფთავე და ადგილობრივებს რამდენიმე ბატად მივყიდე.
სახლში გამთენიისას დავბრუნდი, საწოლში გაუხდელი დავწექი და დავიძინე. "
,,ისტორიები არაფერზე" უილიამ ფოლკნერის აღნიშნული ჩანახატი ჟურნალმა ალიონმა ცენზურის გამო (პოლიტ.ბიუროს ერთ-ერთი აქტიური წევრი წინა წელს ტაილანდში წავიდა, სქესი შეიცვალა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო) დაბლოკა და გამოუქვეყნებლად ხუნდებოდა არქივში, სანამ ჩვენმა კორესპოდენტმა არ იპოვა და არ გაასაჯაროვა.
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი
|