კიდევ და ხშირად თუ გიწევს მაგ მარკეტში შესვლა, დაწერე როგორ გხვდება ეს თანამშრომელი
მართლა ძალიან კარგად მოქმედებს კომპლიმენტი, თან სუპერმარკეტის თანამშრომლისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იქნებოდა ალბათ...ალბათ ფიქრობდა რომ ვერც ამჩნევდი, შეიძლება თვითონაც ვერ გამჩნევდა და ამ დროს თურმე მისი მომსახურებით კმაყოფილი ხარ...
სანამ ამ "ნაცნობობის" გაგრძელებას დაწერ, მანამდე ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ...
წლებია ერთ ტკბილეულის სტენდთაან ვყიდულობ ხოლმე სასუსნავ რამერუმეებს. ცვლაში მუშაობს 2 გოგო. ორივე მცნობს, ორივეს ვცნობ. ერთს ადრე ვუთხარი რომ მათი ტკბილეული ძალიან მომწონს, გაუხარდა და მას შემდეგ მხვდება ღიმილითა და მოკითხვით. დამშვიდობებისას აუცილებლად ბედნიერ და წარმატებულ დღეს/საღამოს მისურვებს ხოლმე. პლუს თუ რამე დღესასწაულზე მივედი , აუცილებლად მიზიარებს მის დამოკიდებულებას ამ დღესასწაულისადმი. ასევე ვიცი რომ მაგ.ტეტანუსის აცრა გაუკეთეს ბავშვობაში და იმის მერე ალერგიული გახდა... გარდა ამ რიტუალებისა, თუ რაღაც, რისი ყიდვაც მინდა ძველია (წინა დღის გახსნილია ყუთი), მეუბნება ხოლმე რომ ძველია და არ მირჩევს. პლუს ამას ყველა სახეობაზე ჩამოარაკრაკებს და მეუბნება რომელი ახალია, რომელი ძველი... არადა მე მაქს კონკრეტულად 5-6 სახეობას შორის ვაკეთებ ხოლმე არჩევანს და მაგათ გარდა რომელი ახალია და რომელი ძველი საერთოდ არ მაინტერესებს... მოკლედ ეს რიტუალები ჩემთვის ზოგჯერ მოსაბეზრებელია, ზოგჯერ არასაინტერესო და ზოგჯერ მირჩევნია ის +2 წუთი ზედმეტად არ დამაყუდოს და დროზე გამიშვას....არადა მესმის რომ მთელი გულითა და სულით ასრულებს თავის მოვალეობას.
ეხლა მეორე გოგო. მივედი, ღიმილით მივესალმეთ ერთმანეთს. თუ რაღაც, რაც მინდა ვიყიდო ძველია, მაფრთხილებს და მეუბნება რომ სხვა რამე შევარჩიო. მთელი ასორტიმენტის ავკარგიანობას არ ჩამომითვლის ხოლმე. მიწონის მისი დახმარებით შერჩეულ ახალ პროდუქტს და ასევე ღიმილით ვემშვიდობებით. მიხარია როცა მისი ცვლაა.
თუ ძაან დაღლილი ან უხასიათოდ ვარ განსაკუთრებით ვნანობ ხოლმე იმ ოდესღაც ნათქვამ კომპლიმენტს...
საინტერესოა შენთან როგორ განვითარდება მოვლენები

კიდევ გამახსენდა და რადგან არ მეძინება , ბარემ დავწერ ....
მივდივარ ქუჩაში ჩემთვის ჩაფიქრებული და თან მაღაზიის ვიტრინებს ვათვალიერებ. უცებ ზუსტად იმ მაღაზიიდან, რომელში ნაყიდი შუზებითაც თავი მომწონს, ოვაციებით გამოდის ვიღაც ახალგაზრდა ქალი და თითს იშვერს ჩემი შუზებისკენ..."აუ ეს აქ იყიდეთ ხო? როგორ მომწონს ! ნეტა როგორია კომფორტულია? ეხლა რო დაგინახეთ გამახსენდა ... აღარც მახსოვს რამდენი წლის წინ ვიყიდე და კი არ ჩამიცვამს". აუ მე ძაან ამაყი და გახარებული "გავიჩითე", ეგრევე ავენთე და სრულიად გულწრფელად ვუთხარი _ "რას ამბობთ, მე ისე მომწონს 1 ზომით დიდი ვიყიდე, ბოლო წყვილი იყო და ისე მომეწონა მაინც ვიყიდე...ეგ კი არა 1 ზომით პატარაც რომ ყოფილიყო, მაინც ვიყიდიდი ისე მომწონს. სახმარადაც უუგემრიელესია!" მოკლედ ასე აჟიოტაჟითა და მოწონების შეძახილებით დავშორდით ერთმანეთს.
მე - რამოდენიმე წუთი მივდიოდი ყურებამდე გაღიმებული, თან ჩემს შუზებს ვესიყვარულებოდი, რომელშიც არც თუ ისე იაფი მქონდა გადახდილი და რის გამოც როცა გადავიხადე იმ დროს ცოტა სინდისი მქენჯნიდა საკუთარი თავის წინაშე, მარა იმით ვაპრავებდი, რომ ჩემი ოცნების შუზები იყო და მიღირდა და მართლა იყო! ხოდა ეხლა ასმაგად გავაპრავე ის თანხა - აჰა, აი ნახე მართლა რა მაგარი რამე მიყიდია, ხალხი ქუჩაში ცნობსთქო ( ამპარტავნობა თუ რაღაც მსგავსი მომერია წამიერად) ...მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა უცნაურია, ნეტა მე თუ მოვიქცეოდი იმ ქალივითთქო და აი ის,ის იყო უარის ნიშნად თავი გავაქნიე , რომ იმ ქალის სიტყვები ჩამესმა " აღარც მახსოვს რამდენი წლის წინ ვიყიდე"... უკვე ეჭვის თვალით დავხედე ჩემს შუზებს რომლებიც უკვე ძველი და დაბრეცილი მომეჩვენა...მერე დავფიქრდი ნეტა მაინც რამდენი წლის წინ ვიყიდეთქო...ვერ გავიხსენე...სამაგიეროდ გავიხსენე რომ საკმაოდ ძველი იყო....ალბათ აღარც ის პეწი აღარ ქონდა და სიძველის გამო თუ შეამჩნიათქო...ჩემს სახეზე ღიმილი თანდათან სევდამ შეცვალა...ძალიან გული დამწყვიტა იმის გაცნობიერებამ, რაც ისედაც ვიცოდი და არ ვიმჩნევდი...საშინლად ძველი და კარგად შელანძღული შუზებით ვმოძრაობდი...ალბათ ძირიც ქონდა გახვრეტილი და ვერ ვამჩნევდი...
ეს ცოტა სხვა შემთხვევაა, მას გამიზნულად არ უთქვამს, თორემ ალბათ იმ დამაფიქრებელ წინადადებას არც მეტყოდა...რომ იცოდეს ერთდროულად როგორ გამახარა და როგორ მატკინა გული...
This post has been edited by Aleqto on 13 Feb 2022, 02:38
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user