მერამდენე დღეა გადაუღებლად წვიმს. ერთი დაიქუხა, ცა შეიმღვრა, მოიღრუბლა, როგორც თბილი მატყლი საბნისთვის აპენტილი ერთად მოქუჩდა. წკაპა წკუპით დაიწყო წვიმა, ისე, თითქოს ტოტზე შემოსკუპებული შავი კატა ცხოვრებაში პირველად მოხვდა წვიმაში. ჯერ ყურს აპარტყუნებს მსუბუქი წვეთების მოხვედრისას, გაფუყული და გარინდული უსმენს რა ხმაურია დაცქვეტილი ყურებით, გაშტერებული ოქროსფერი თვალებით. მერე წვეთები ცხვირზე ჩამოუგორდება, ულვაშზე ეკონწიალება. ბეწვი უსველდება. არ მოსწონს. სადაცაა გაილუმპება. ფოთლებზე მოგროვილი წყალი ტლუმპ, ტლუმპ...
ეს როგორი ყოფილა წვიმა. აბურძგნული ბალახზე ხტება... გუბე როგორ ვერ შეამჩნია.
ზის ფარდულის სახურავზე. ნეტავ როდის გამოიდარებსო, ფიქრობს.
იბუზება. თათებს ითბობს
ნეტა ცხოვრობენ ისეთი კატები ვისთანაც არა წვიმს ამგვარადო
მანამდე უხილავი ფერები გამოაჩინა წვიმამ, ხედავ? ვერა?.. თავსხმის ნაცრისფერის შემდეგ
მაგრამ, ფერები რომ არ არსებობენ?
არსებობენ? 
* * *
 10ჩემხელა ავეჯის მიჩოჩება ერთი კუთხიდან მეორეშიი
როცა ძლივს ვუპოვე ადგილი
როგორც გადაიტანე, ისე გადმოიტანე :დ
მეზარება 
* * *
 ვინმეს გასამართლებელი ქცევა მომბეზრდა კიდე 
* * *
 ღმერთო
ყოფნაც 
 
                         * * *
 ფლორა, ფაუნა, სტიქიები, ყოველი ელემენტი, ნაწილაკი, მათი გამოვლინებები დედამიწაზე ჩვენში მეორდება. და მერე ეს რომ ამდენია, უთვალავი და კოსმოსი ემატება. ჩვენ ხომ გარედან შემოტანილი მტვერი ვართ. ის გარეგანი წესები, კანონები
უფ
დადექი და გაარჩიე ამ მოცუცქნულ არსებაში ამდენი რანაირად ეტევა, რანაირად მუშაობს შემცირებულ მოდელში
დიდი ტვინის ბურღვაა 
* * *
 პუჰ, პუჰ
ცხვირზე სულის შებერვასავით
გაქრ