აღარ შევეხმიანე ჩემს ფსიქოლოგს.
სულ 7 სესია გავიარეთ.
ძირითადად მისმენდა, იშვიათად მეკითხებოდა ხოლმე დეტალებს.
არავითარი განსაკუთრებული უკუკავშირი.
არ ვიცი, ასაკის ბრალია, გამოუცდელობის, თუ ნაკლები პროფესიონალიზმის...
ვერ მივიღე, რაც მჭირდებოდა.
გახსნილობის პრობლემა მე არ მაქვს,, გოგოს ვუღეჭავდი თემებს და საქმეს ვუადვილებდი

))
1-2 სასარგებლო რჩევა თუ დამრჩება ამ ურთიერთობიდან.
ვისთანაც მივლია, ყველაზე მეტად ისევ პირველი ფსიქოლოგი,, ნანა ჩაჩუა დამამახსოვრდა ყველაზე კარგად, 15-17 წლის წინ, ოღონდ

))
ჯგუფური თერაპია იქნებოდა ძალიან საინტერესო.
კონკრეტული პრობლემა რომ მქონდა , 7 წლის წინ , მაშინ დავესწარი რამდენიმე სესიას კამარაში, მაგრამ აღარ გავაგრძელე.
8-10 კაციან ჯგუფში 2 ნაცნობი დამხვდა

))
მე მგონია, რომ პანდემიის პერიოდმა ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აჩვენა სოციალიზაციის მნიშვნელობა და აუცილებლობა.
ჩვენ არ ვიბადებით მარტოობისთვის, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ჩვენი გარემო, ჩვენი წრე, ჩვენი ხალხი...
იმაზე უფრო ჰუმანური და სასარგებლო შეიძლება იყოს ერთი ადამიანი მეორესთვის, ვიდრე წარმოუდგენია.
ყველა კომპლექსს, შიშს, აგრესიას... აქვს სათავე და მიზეზი.
საუბარი, ნამდვილი, გულწრფელი საუბარი, ყველაფერს ალაგებს.
მინიმუმ ათავისუფლებს.