დღეს __
საქართველოდან 2 კვირით ჩამოსული მეგობარი ვნახე ლანჩზე,
ჩემ რუმმეით გოგოს გადავეკვეთე სამზარეულოში და საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ ( გამიმართლა, ამჯერად. კარგ, კულტურულ ხალხთან ვცხოვრობ..)
დედაჩემსაც დავურეკე და ველაპარაკე.
მერე მივხვდი, რომ გუშინდელი კოქტეილები ჯერ კიდევ არ გამოსვლა ორგანიზმიდან და ინტოქსიკაცია მაქვს ... დავიძინე 2 საათი.
გავიღვიძე , გავარკვიე გვიან სად კეთდება კოვიდის სწრაფი ტესტი, წავედი, გავიკეთე და ამობეჭდილი პასუხი წამოვიღე ( ნეგატივი).
ავენიუ ჯეი-ზე სულ ორთოდოქსი ებრაელები ცხოვრობენ.
კოშერული სუშის რესტორანში შევედი , შემთხვევით.
ვეგანური როლები ვჭამე, რაღაც უგემრიელესობა.
იქიდან გავიარე სუპერმარკეტში, ვიყიდე ჯანსაღი პროდუქტები.
ეკლესიას მივუსწარი, უკვე კეტავდნენ. რაც მინდოდა, ის საქმე მოვაგვარე ❤️
მერე წავედი და ჩემი მეგობრისგან მნიშვნელოვანი წერილი წამოვიღე.
თმისთვის შამპუნის და კონდიციონერის ყიდვაც მოვასწარი.
მოვედი სახლში, ცოტას დავისვენებ და ხვალისთვის მოვემზადები.
ეს ყველაფერი ხდება ნიუ-იორკის მასშტაბებში. თბილისი კი არაა, 10 წუთში ნებისმიერ წერტილში რომ ხარ.
საკუთარი მანქანა არ მყავს ჯერ, ან ტაქსით დავდივარ , ან მეტროს ვიყენებ.
კიი, ვიცი, რომ ძაალიან გაყოჩაღებული ვარ

))
მაგრამ , ჩემი დრო კიდევ უფრო სასარგებლოდ უნდა გავანაწილო.
მინდა დიდხანს ვიცოცხლო, ვიყო ჯანმრთელი და მინიმუმ ჩემს გარშემო ადამიანებს გამოვადგე, თუ საკაცობრიო მასშტაბებით ვერ გავიჭრები...
მადლობა, ღმერთო, ყოველდღე, რომ ცხოვრების ნულიდან დაწყების შანსი მომეცი და ჩემს მომავალს ნელა, ფეხაკრეფით, მაგრამ ღირსეულად და თავაწეული ვიქმნი, ჩემი შრომით, უნარებით და შენი წყალობით!.
მადლობა !!
დროებით უნდა გავერიდო სოციალურ ქსელებს და მხოლოდ წავიკითხო ხოლმე ხანდახან... პოზიცია გამაჩნია _ ესაა მშვიდობის სურვილი!