5 წლის წინ, ვკითხე თუ გამყვებოდა დაბადების დღეზე.
რატომაც არაო
დაბადების დღეზე ყველა თვალებდაჭყეტილი გვიყურებდა, არ ელოდნენ.
დედამ ჩუმად მომცა ბეჭედი, 90იანებში რომ იყიდა სამი, იქიდან ბოლო იყო დარჩენილი.
მელოდებოდა სანამ დედას გამოველაპარაკე. მერე სახლში უნდა აგვევლო და ბარგი წამოგვეღო, ჩემი ნივთები.
ჰოდა მივაწოდე ბეჭედი. მე არ გადავიფიქრებ და დარწმუნებული ვარ ჩემს გრძნობებში და საქციელში. ძალიან მიყვარხარ და მინდა ცოლად გამომყვე-თქო. შენ გადაწყვიტე გინდა თუ არა, მინდა ბეჭედი გქონდეს და პასუხს ორივეს მივიღებ, იმიტომ რომ ეგ არაფერს მიწყვიტავს შენთან ურთიერთობაში-თქო
წამით დაფიქრდა და თანახმა ვარო
სახლში რომ ავიარეთ და ნივთები ჩავალაგე, უკვე უნდა გავსულიყავით, დედა რომ შემოვიდა. არ ელოდა რომ სახლში ვიყავით ჯერ კიდევ
მის ხელზე ბეჭედი რომ შეამჩნია, ჩაიკეცა და აქვითინდა, ძლივს დავამშვიდეთ
უფ, მერე რამდენჯერ გავიხსენეთ ეს ამბები