ნაკოჩვენ მელაკუდები წიწილებს არ ვჭამთ. მხოლოდ გარეულ იხვებს, თუკი თვითონ ინებებენ ვახშმად გვეახლონ. მაგრამ რატომღაც არასდროს მოხიბლუნან მოპატიჟებით.
წერილებს ვწერდით
ძვირფასო გარეულო იხვო, ზამთრის მოკლე ღამეები ილევა, ყინვები მოტყდა და შენც შინისაკენ გამოსაფრენად ემზადები.
თბილი ქვეყნებიდან შთაბეჭდილებებით და უცხო ტკბილი ხილით დახუნძლულს ჩვენთან გეპატიჟები.
ძალიან მინდა ნატვრა ამისრულო, გაზაფხულის მშფოთვარე საღამოს ვახშამზე გვეწვიო.
ცეცხლის პირას, ჩუმად მოდუდღუნე ქვაბის გვერდით, ისტორიები მოგვიყვე და საფოსტო ბარათები დაგვათვალიერებინო.
ბევრი მსმენია გადამფრენ იხვებზე. ერთხელ თვალიც მოგკარით გორაკის გადაღმა ტპის პირა ჭალიდან რომ აფრინდით. ბევრი ვირბინე, ვერ მოგისწარით.
ნატვრად მაქვს გადაქცეული იხვის სტუმრობა.
ზოგი მელაკუდა ტიტინებს უფროსი მელიების მოგონილი ზღაპრებია ვახშამზე იხვიო.
მე კიდე მჯერა შენი.
ყოველთვის, როცა ტყეში სოკოებს ვაგროვებთ (სოკო ძალიან გვიყვარს, მუდამღე სოკოს მივირთმევთ ხან თეთრს, ხან წითელს, კოპლებიანს.. უამრავი სოკოა ჩვენი სოროების შემოგარენში), იხვებზე მეფიქრება.
დიდი სიყვარულით გწერს
საყვარელი მშიერი მელაკუდა
ვნატორბ წერილმა ჩამოგისწროს. შემოდგომით გამოგზავნილივით გზაში არ დაიკარგოს.
* * *
წიწილებზეც მოგიყვებით მერე, როგორ ვცხოვრობდით და ვერთობოდით ერთად ზაფხულობით.