avgusta ასევე

ქალაქის უცხოს, უცხო ქუჩებში რომ მისეირნობ
კანტიკუნტად გამოივლის ვინმე
შემოდგომაა და ვეებერთელა ხები დაგყურებენ თავზე, ფეხქვეშ ფარდაგს გიქსოვენ შრაშუნას, ფერადს.
სადღაც რკო ჩამოვარდება, გაგორდება.
ძველი ქვის ნაგებობები, მოედნის გარშემო, სიმყუდროვეს ერწყმიან და თავის ისტორიას წარმოსახვით გიყვებიან.
ვიღაც გზას გადაკვეთავს სწრაფი ნაბიჯით.
ბავშვების ჯგუფი ბაგა-ბაღისკენ მიცუნცულებს.
ეზოში გვირაბებს თხრიან სათამაშო ნიჩბები.
ვიღაც ღობის იქიდან გეჭყანება.

<3
გარშემო შემოდგომაა.
გზააბნეული შემხვედრი ქუჩას გკითხავს და შენ უცხო მეგზურობას უწევ უცხო ქალაქში.
თან გზად გინდა წამოიძახო, უთხრა: "შეხედე, ციყვი, როგორ გადმოხტა, ჩვენს წინ ბილიკზე!
კარალიოკი! დახუნძლული შემოდგომისფერი, ხედავ რა ლამაზი და საოცარია! ..."
მაგრამ ეჩქარება. ნაბიჯს უწყობ, უჩქარებ. მიაცილებ. შესახვევთან დაელოდები, რო რამე...
გამოტრიალდები. ქალაქის ცენტრია. მანქანები, ხალხის დინება, ხმაური
ქაოსში მოხვდი
მაგრამ დილაა
და ქაოსი ჯერ ისევ მორიდებული, გამოუფხიზლებელი, ახლად გაღვიძებულია
თბილი საბანი აქვს წამოხურული კამკამა წყლის ყინულივით სუფთა ჰაერს.
* * *
avgustaრა ფილმს?
კინო-სღამოები
ვუყუროთ ^-^