ორი ტრადიციული ფილოსოფია და გზაა კოვზაიანასი :
1. ამელი კოვზაიანა

ესაა საკუთარი თავის, სამყაროს და ჭეშმარიტების შემეცნების ხანგრძლივი გზა, რომელიც მრავალი ინკარნაცია გრძელდება. ესაა გზა ყველაფრის გასინჯვის, ყველაფრის დაგემოვნების, ყველა შეგრძნების გამოცდის. გზის ბოლოს ადეპტო აცნობიერებს რომ ეს, გრძნობადი სამყარო სინამდვილეში ილუზიაა. ამიტომ კოვზი რიტუალურად უკანალში უკეთდება ადეპტს, რომელმაც იგი ნებისყოფის დაძაბვით უნდა გაღუნოს (დაჭმუჭნოს). მხოლოდ ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ ითვლება ადეპტი გაბრწყინებულად და სანსარასგან გათავისუფლებულად.
2. ნეო კოვზაიანა

ესაა ჭეშმარიტების შემეცნების უფრო მოკლე გზა. ადეპტი თავიდანვე, ასკეტურ-იოგური პრაქტიკებით ცდილობს შეიმეცნოს გარემომცველი სამყაროს ილუზორულობა და მიზანს, ანუ კოვზის გაღუნვას აღწევს ზეგონებრივი ძალების დაძაბვით, უკონტაქტოდ.
კოვზაიანას ორივე გზას დიდი რაოდენობით მიმდევარი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
პაგანიზებულ, სახალხო კოვზაიანაში, ადეპტების მიერ რიტუალუარ გაღუნილ კოვზს მიეწერება ზებუნებრივი უნარები (კურნების, იღბალის მოტანის, საფრთხისგან დაცვის და ა.შ.) ამიტომ მას, როგორც თულისმას ისე ატარებემ კისერზე ჩამოკიდებულს.
This post has been edited by masai11 on 12 Mar 2023, 23:16