#60822904 · 6 Nov 2023, 20:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კომენტარები აქ არ წამიკითხია მარა ავტორის კომენტარი წავიკითხე და იმას გავცემ პასუხს. მადა ჭამაში მოდისო ხო გაგიგია ეგ გამონათქვამი. ბრძენი ხალხი ვართ ქართველები. ეს არ არის მარტო საჭმელზე ნათქვამი, ამოარჩიე რამე დაიწყე სწავლა და მადაც მოვა და ინტერესიც. რაც შეეხება შენ თავზე მუშაობას, უბრალოდ შენს წარსულ გზას უნდა გადაავლო თვალი, გააანალიზო სად რა შეცდომა დაუშვი და რატო, მერე ეცადე იგივე აღარ გაიმეორო, ასევე დააკვირდი შენ ემოციურ მდგომარეობას სხვადასხვა სიტუაციებში და გაიცანი შენი თავი, სად გრძნობ ანუ კარგად თავს და სად არა. მეტი არაფერია საკუთარ თავზე მუშაობა ზოგი რო ფილოსოფოსობს ხოლმე აქ და საბოლოოდ თითონაც არ იციან რას წერენ.
|