#62431501 · 12 Jan 2026, 11:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბედნიერების შეგრძნება ძალიან სუბიექტურია და ამავე დროს მარტივი დასადგენია: სრულდება თუ არა ძვირფასი სურვილები. ოღონდ ნამდვილი სურვილები. რაც ადამიანს გულით უნდა და საკუთარი ცხოვრების მიზნებსა და თვითრეალიზაციას უკავშირებს. ეს კი ყველასთვის სხვადასხვაა.
ტექნიკური თვალსაზრისით ბოლო დროს შევძელი ის, რომ ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა. მატერიალური შესაძლებლობებით არ ვბრწყინავ, მაგრამ ამ ქვეყანაში ცხოვრების დონის გათვალისწინებით კარგად ვარ. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. მაქვს უკვე ერთგვარი სტაბილური კომფორტი... სხვებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს, ჩემთვის კი ბედნიერებას განსაზღვრავს კონკრეტულ სასურველ ადამიანებთან ღრმა რეალიზაცია ურთიერთობებში, მე კი ეს არ მაქვს. ოდნავაც არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ძალიან სოციალური ვარ, იმდენად გამიწყდა ადამიანებთან სრულფასოვანი რეალიზაციის იმედი, რომ (ადრე თუ ყურადღების და მოვლენათა ცენტრში ვიყავი ხოლმე) ახლა მთელი სოციალური კავშირები მერღვევა და მეკარგება...
ძალიან რეალისტი და დამიწებული ტიპი ვარ, მაგრამ იმავე დროს იდეური ადამიანი ვარ. ჩემს იდეებსა და ღირებულებებს ვემსახურები საბოლოოდ. და ბოლო დროს განსაკუთრებით საზოგადოებრივ იდეებსა და ღირებულებებში განვიცადე სრული კრახი (ასეც უნდა მომხდარიყო თურმე). და ვგრძნობ, რომ ზედაპირულ ყოფით ურთიერთობებშიც ვჭედავ. რაღაცის იმედი გაწყდა...
ძალიან თვითკმარი ადამიანი ვარ, მე თვითონ ვქოქავ თავს სხვადასხვა გატაცებებით, ბუნებისკენ წავედი მაქსიმალურად და ეს ძალიან მაჯანსაღებს. მაგრამ ხანდახან ჩემს საქმეებზეც კი ხელს ჩავიქნევ ან აღარ ვჩქარობ ხოლმე ცხოვრებას ამ განცდით "ვისთვის ან რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს? მე ხომ სრულიად მარტო ვარ..."
შესაბამისად გავთიშე ცნება "ბედნიერება", აღარ ვიყენებ. არ ვარ ბედნიერი. უბრალოდ ვარსებობ. ცხოვრებისეულ პროგრამას ვასრულებ მაქსიმალურად ჩემს გემოზე.
--------------------
"მგლები თავისუფალი ხალხია, - თქვა მამა მგელმა." ("ჯუნგლების წიგნი")
|