ნაკომეც მწნილი მიყვარს და ფუნთუშებს ნუ მატენი!
აწმყოთი ვარსებობ, მომავალს არ მივჩერებივარ. დღეს ხარ, ხვალ შეიძლება გვამი იყო, ან უფრო მაღალი სტატუსით.
მაგრამ სახე უნდა გქონდეს შენი, ადამიანის სახელი, რომ როდესაც ცხედრად იქცევი, მოწიწება და დანანება იყოს შენად გაცილებად და არა ფარული სიხარული და შვება შენი გარშემომყოფებისგან.
რადგან გარდაცვალების შემდეგ მთავარი ის კი არაა რა მიგაქვს იმქვეყნად, არამედ რას ტოვებ.
და ზესტატუსიც ისევე-შიში და ბოროტება, ბოღმა და შური კი არ უნდა იყოს შენად სამაგალითოდ, არამედ შენი სულის უბიწოება, მართალი სიტყვა, კანონიერი გზა და შრომა და შეურყვნელი სახელი, ეს მოიტანს პატივისცემას და სიყვარულს.
ეს ყველაფერი დღეს ვაკეთოთ, ხვალემ იზრუნოს ხვალისა. ხვალ კი არა ორი წუთის შემდეგ შეიძლება მეხი დაგეცეს, ჭაში ჩავარდე ან უბრალოდ ინფარქტმა გხიოს ახალგაზრდას და ჯანმრთელს.
გქონდეს იდეები, მაგრამ არა გეგმები.
ვინაიდან-კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა...