3Dmasterდაიცა, ნუთუ ამერია? :დ მე რატომ მახსოვს ომამდე
და ნუთელა ვიცოდით მაგ დროს, არსებობდა?

ცოტა გვიან შემოვიდა მგონი და თავიდან მარტო მდიდრებსა ჰქონდათ!
სადღაც 87-88 წელია და მეზობელი ჩამოუვიდა საიდანღაც და შვილს ჩამოუტანა იქაური კევები.
გამოვიდა ეს გნიდა ბავშვი და ღეჭავს გამომწვევად, ხმამაღლა.
შემოვესიეთ ეს საწყალი პროლეტარები და ვეხვეწებით გაგვიწიწკნოს, (ბალიშა კევები გვაქვს მარტო ნანახი.
ლოვეიზები და ტურბოები არ იყო ჯერ შემოსული.)
მართლა გაგვიწიწკნა

უციცქნესი ნაწილი რომ შეგვხვდა ავუყაყანდით - პატარააო.
ეგო ჯადოსნურიაო, რაც უფრო დიდხანს ღეჭავ, უფრო იზრდებაო.
მთელი საღამო კბილებზე მქონდა გაკრული, მერე ძილში მივაკარგე, გადამეყლაპა სავარაუდოდ.
მაგ ამბიდან რამდენიმე წელში ბიძაჩემი ჩამოვიდა მოსკოვებიდან და ჩამომიტანა სნიკერსი, ერთი ცალი :დ
უბანზე გავიტანე, სანტიმეტრით გავზომეთ და ისე გავჭერით ყველას თანაბარი რომ შეგვხვედროდა.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ისე, ვგიჟდები ევროპიელ ახალგაზრდობას კომუნიზმი რომ უნდა.
არა, კომუნიზმი კი იდეალურად გამოიყურება, ასე გარედან :დ
მაგრამ საშინელებაა.
რატომ უნდა იყოს ყველა თანაბარი.
ვიღაცა ზარმაცი გოგია, სულ რომ ძინავს და აკუებს და აგერ მშრომელი მამუკა, მთელი ცხოვრება რომ სწავლობს და შრომობს, რატომ უნდა იყონ თანაბარ პირობებში?
-_____-
This post has been edited by Caravan on 2 Apr 2025, 17:21