#61909778 · 15 Feb 2025, 01:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრე არ. მხოლოდ დადებითი განწყობა, ნდობა, გაგება, ენთუზიაზმი მქონდა ადამიანისადმი, მისი ქცევებისადმი, ცხოვრებისადმი. დღეს შემოვიდა პატერნები, ჩემდა გასაკვირად ნეგატიური, და მას თან ამოყვა ყველა წარსულის ნეგატიური გამოცდილება იმ კონკრეტულ ინდივიდთან თუ ინდივიდებთან. და ეს ჩემი ბრალი არ არის, სადღაც ბევრი იმედგაცრუების შემდეგ, ჩემმა ტვინმა ამოწურა ენთუზიაზმის მარაგი. ამის პლიუსი ისაა რომ ზედმეტ მნიშვნელობას აღარავის ანიჭებ და მეტად უმეგობრდები საკუთარ თავს და სწავლობ ასევე რომ შენი უნდა გესმოდეს, შენს თავს უნდა იცნობდე კარგად, შენს თავს უნდა ენდობოდე და შენი თავი უნდა დაიცვა ნებისმიერ ადამიანთან დედის გარდა. დღეს ესეა. იმედი მაქვს შემიცვლის მომავალი გამოცდილება ამ მდგომარეობას.
|