#62679104 · 30 Jul 2026, 01:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jane_Eyre
| QUOTE | | ფსიქოლოგი უნდა იყოს თუ არა მორწმუნე |
რისი მორწმუნე?
| QUOTE | | რომ პაციენტს ბედნიერება მოუტანოს? |
ფსიქოლოგებს ბედნიერება არ მოაქვთ, როგორც ვიცი. ეს არ არის მათი ფუნქცია.
| QUOTE | მე პირადად მიმაჩნია, რომ ურწმუნო ფსიქოლოგი სულის მკვლელია
|
თუ ურწმუნოებაში რელიგიურ რწმენას ვგულისხმობთ, რომელ რელიგიასა თუ სექტაშია სული მოკვდავი? მგონი სადუკეველობასა და სატანისტურ სექტებში. სხვა ყველა რელიგია და გავრცელებული სექტა სულის უკვდავების იდეას ეფუძნება, როგორც მახსოვს. სულის მოკვდავობის არც ათეისტებს სწამთ.
ამიტომ, არ ვიცი, ზუსტად რომელი რელიგიის თუ სექტის ჭრილში განვიხილოთ. თუ გნებავთ დამიკონკრეტეთ. ვეცდები გავერკვე მასში და შემოგყვეთ დიალოგში.
| QUOTE | ასე რომ სულიერად შეჭირვებულ ადამიანს ვერ დაეხმარება სათანადოდ და ავნებს კიდეც.
|
მოდით, დავიწყოთ ტერმინების გაცხადებით: რას გულისხმობს ,,სულიერად შეჭირვებული"? რას მოიცავს ის?
This post has been edited by φία on 30 Jul 2026, 02:27
|