დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა!
გაანათლოს თქვენი გარდაცვლილი საყვარელი ადამიანები!
კოშმარი მესიზმრა.
მყავდა ხეიბარი თეთრი მტრედი, ვერ ფრენდა.
რამდენჯერაც აფრინდა, იმდენჯერ ვიღაც დამეღუპა.
ერთხელაც ვარ მეგობრებთან, საღამოა და ცოტა წავუქეიფეთ და უცებ მოფრინდა ეს ჩემი თეთრი მტრედი და სამჯერ მოეხეთქა ფანჯრის მინას და გაფრინდა.
დაზაფრული გავვარდი შინ, სადაც დედა(გარდაცვლილი მყავს) და ორი ძმა მყავდა.
სოფლად ტყესთან ახლოს ვცხოვრობთ.
შევედი შინ, ვხედავ საწოლები ცარიელია.
არადა უკვე დაღამდა, მარა მთვარეა ვეება, სავსე, გაჩახჩახებული.
სამზარეულოში გავედი და სამივე იქ დამხვდა, მინიმუმ ათი მგელი მაინც გლეჯდა.
(რეალობაშიც ჩამოდიან ხოლმე გვიან შემოდგომაზე ჩემს ეზოში მგლები, რადგან ბორჯომ-ხარაგოულის ტყეპარკთანაა ჩემი სოფელი და თან უბანი სრულიად ცარიელია).
კიდევ კარგი მამაჩემი ჩამოვიდა სოფლიდან, დაიძახა ქრისტე აღსდგაო და გამაღვიძა თორე ჭკუიდან გადავედი ლამის სიზმრად.
ამ დროს ჩემმა ტელეფონმა ატეხა წკარუნი, რადგან საფეხბურთო მატჩები მაქ მონიშნული და იტალიის ჩემპიონატში გადაიდო ტურის მატჩები.
ფბზე შევედი, მივხვდი რო რაღაც მოხდა და სპორტულ საიტებზე მოვნახავ მეთქი.
პირველივე ინფორმაცია დამხვდა რომის პაპის გარდაცვალებაზე.
მისტიციზმითაა ჩემი ცხოვრება სავსე!
* * *
Crøsშენ ჰორორები მოგწონს, ხომ დაოჯან?
დიდად არ ვეთაყვანები მაგ ჟანრს, განსაკუთრებით ზომბებსა და ვამპირებზე, მაგრამ გამონაკლისებიც არი.
კაი ხარისხიან ხუთეულს ვერ დამიწერ, ოღონდ უფრო მისტიციზმის კუთხით?
ბოლოს კინგის მიხედვით გადაღებული მაიმუნი და შინაურ ცხოველების სასაფლაო ვუყურე და ერთი-ორი შეხტომის გარადა დიდი ვერაფერი.
აი, კუბის, დანიშნულების პუნქტის და ხერხის ჟანრის უფრო წავა.