ჩემს სახლზე მეფიქრება, რომელშიც გავიზარდე.
ჩემს პატარა, ნათელ ოთახზე.
სამეცადინო მაგიდაზე, რომელიც კედელთან იდგა და მაღლა, მარჯვნივ და მარხნივ, კედელში ჩაშენებულ თაროებზე საბავშვო ლიტერატურა საგულდაგულოდ იყო ჩამწკრივებული.
შუაში, კედლის პატარა ნაწილზე ჩემი ხელით გაკეთებული უსაყვარლესი კალენდარი მქონდა(მთელი 1 წლის), მოკლე ნოუთებს ვაკრავდი, მერე კი დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, პირდაპირ ჩემს ლამაზ შპალერზე დავიწყე სამოტივაციო ფრაზების გადატანა.
25 წლამდე, არ ყოფილა მიზანი, რომელიც დამესახა, მომენდომებინა და არ გამომსვლოდა.
ახლა ვზივარ მარტო, თითქოს ძველ დროს ვუბრუნდები ნელ-ნელა.
მაგრამ ამ გაზარმაცებულ ტვინს, გადამწვარ გონებას რა უშველის?
ბევრი კითხვა, მეცადინეობა, ალბათ ბევრი წარუმატებლობაც, რაღაცის ვერ გამოსვლაც იქნება.
რა ვქნა? როგორ ვქნა?
აფორიაქებული, დაბნეული და იმედგაცრუებული ვარ. იმედგაცრუებული საკუთარი თავით, გადაწყვეტილებებით, უჭკუობით.
ხომ შეიძლება იმის ნიჭი მაინც მქონდეს, რომ სადაც საჭიროა ვიაფერისტო და ხისტად, უკმეხად არ დავაფიქსირო საკუთარი აზრი.
სადაც არ არის საჭირო, იქ ხო კარგად გამომდის

))
არ ვიცი, უკუღმა ვარ თითქოს მომართული და ასე უკუღმა დავდიოდი.
ერთი გადატრიალება მჭირდება, რომელიც სწორ გზაზე დამაყენებს. აუცილებლად ვიპოვი ამის ძალას.