მიყვარს, ამ პერიოდში, ხალხით გატენილ მოლებში სიარული და ხალხზე დაკვირება.
სიკრეტ სანტაობა კიდევ მოდაში ყოფილა. ხალხს რომელიც ერთმანეთს არ იცნობს, ავალდებულებენ რომ ერთმენთისთვის იყიდონ საჩუქრები, რომელიც არცერთს სჭირდება. მერე ზრდილობიანად მადლობა მოიხადონ, ნივთისთვის, რომელიც არ მოსწონთ და არც სჭირდებათ.
იმდენად არ მიყვარს სიურპრიზები კიდევ კარგი არავის უწევს ჩემს სიკრეტ სანტად ყოფნა

პრინციპში, კარგიცაა, ოჯახში ჩემთვის საჩუქრის შესარჩევად ნერვები არავის რომ ჰყოფნის და ან პირდაპირ მეკითხებიან რა მინდა ან ფულს მირიცხავენ

ახლა, ვიხსენებ ყველაზე დებილობა რა უჩუქებიათ ჩემთვის... მგონი, დაქალმა, 15 წლის ასაკში, ჭიქების ნაკრები რომ მაჩუქა, მაშინ როცა ჭიქებისა თუ სერვიზისადმი ინტერესი არასდროს მქონია.
Lint Remover-ის ყიდვა მინდოდა ჩემთვის და რა მოდელიც მომეწონა, ყველგან მარაგი ამოიწურა. რა იყო, ყველა შალის სვიტრებზე გადავიდა
ძმისძვილებისთვის საჩუქრები კი მაქვს საყიდი. რა ვაჩუქოთ ბავშვებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, რაც უნდათ?!
მოლიდან რომ გამოვდიოდი, ცოტა მოშორებით, გოგო იჯდა, პატარა ბავშვით და მათხოვრობდა. ჩემდაუნებრუად, წარმოვდიგინე მისი ცხოვრება... ახლაც მეტირება. ამ სიცივეში, პატარა ბავშვები არ უნდა იყვნენ გარეთ და მათ მშობლებს რაღაც საარსებო მინიმუმი მაინც უნდა ჰქონდეთ. სიცოცხლით და სიკეთით სავსე ქალაქი
ზოგჯერ კი მინდა, ცხოვრებით კმაყოფილი, მოდებილო, ქოცი ვიყო და მხოლოდ პოზიტივს ვამჩნევდე.