მართლა საუკუნეა სახლში არანაირი მუსიკა არ მომისმენია.. თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე წლის წინ ტიტოკზე სქროლვისას რომ მანესკინი აღმოვაჩინე და ისტერიულად ვუსმენდი მანესკინის ყველას. ეგეც რაღაც პერიოდი, სანამ უკიდეგანოდ შევიყვარებდი და ისე შევიყვარე რომ დამიანოს ვერ ვპატიობ სოლო კარიერას და პროტესტის ნიშნად არ ვუსმენ...ვიცი რომ ღამეებს ათენებს დარდით
ისე რა უაზრობაა

ჩემი მხრიდან რასაკვირველია
ჰოდა, ისეთ დასვენებულ და ჰარმონიულ "მუდზე" ვარ, მართლა არც მახსოვს ასე კარგად როდის ვგრძნობდი თავს...
დასვენებულ გომებაზე ისევ ამეშალა ფანტაზიები და იდეები ხელით მილიონი განსხვავებული რამის კეთების...
რატომ არასოდეს მომდის რამის სწავლის სურვილი

ანუ განვითარებას რატომ სწავლისა და არსებულ კარიერაში განვითარებაში არ ვხედავ და "მოვისურვებ"? არც ცნობიერად და არც არაცნობიერად...
არადა ხომ მიყვარს? თან ძალიან...
მაგრამ სხვა რამე მინდა, ოღონდ ეგაა ეგ სხვა რამე ვერ გვარჩენს

არა მაინც რა უცნაურია, ასე დარმაიდად, მშვიდადად და წყნარად, გაწონასწორებულად რამდენი ხანია არ მიგრძვნია თავი.
საჭიროებიდან გამომდიანრე ახალი ინტერესებიც როგორ უცებ "გამომიჩნდა"...არც ერთ წუთს არ ვნანობ ბოლო რამოდენიმე დღიდან. არც ერთ წუთზე არ მქენჯნის სინდისი.
ასე მგონია ეს დღეები ვიღაცამ მაჩუქა, ისე რომ არაფერს არ მოაკლდა, არც შვებულებას და არც ზოგადად ჩემს ცხოვრებას.
ცოტა მენანება განშორება, მაგრამ მომიწევს. მთავარია ეს შინაგანი მდგომარეობა გამყვეს დიიიდხანს და უსასრულოდ.
თუმცა კი უსასრულო არაფერია.
2026-ო უკვე მადლობა

პ.ს. 2025 იც მშვენიერი იყო, ვერაფერს ვიტყვით, მასაც მადლობა!
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user