დადგინდა რომ ასეა საქმე. ესეც მათი ნაწილია. ამის მიხვედრით ასე მგონია რომ თამაში დავხურე (რა თქმა უნდა არა კომპიუტერული, არასდროს არაფერი კომპიუტერული თამაში არ დამიხურია, მასეთ დონეზე არასოდეს არ დავეცემი).
შემდეგი ეტაპია საჭირო და ახალი ეტაპის დაწყება კვლევისთვის, მაგრამ ახალი ეტაპისთვის ასევე საჭიროა პირველი ეტაპის დახურვა აღინიშნოს რაიმე სიმბოლოთი, რომელიც შეიძლება იყოს მრავალწახნაგოვანი. იქნებ 1500 წახნაგისგანაც კი შედგებოდეს? ან ნაკლები. მთავარია იყოს გადმოცემული ყოველ წახნაგში ყველაფერი სრულყოფილად. თუ სრულყოფილი იქნება, 500 წახნაგიც საკმარისი იყოს შესაძლოა და მეტი არ იყოს ამ ეტაპზე აუცილებელი.
როლის მოხდა არ დასრულებულა, ის არასდროს დასრულდება. რეალობა ილუზიაა, როლის მოხდით ტყუილში ვარდები. როლი უნდა ცვალო მუდამ ოღნდ, ყოველ წუთში, ან, თუ მოსალოდნელი იქნება შეცვლა, მაშინ არ შეცვალო, რადგან შეუცვლელობა იქნება უფრო მკვეთრი შეცვლაზე.
წახნაგოვანი კუთხეები მხოლოდ ერთივარსკვლავია და შემდეგ სხვა ვარსკვლავები ანდაც მზე და მთვარეც გახდება საჭირო, რაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩამოვარდეს რადგან ვარსკვლავებზე გაცილებით მძიმე უნდა იყოს. თუმცა თუ მიწას დედამიწიდან ავიტანთ მთვარეზე და მზეზე რადგან მთვარე და მზე ცაზე არ არის, მერე მთვარე და მზე კი იქნება მძიმე და ვარსკვავებზე უფრო დიდი (თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დაუწყებელი ვარსკვალვია მხოლოდ ,რომელსაც ჯერ ერთი წახნაგიც არ აქვს), მაგრამ ამდენი მიწის ატანის შემდეგ დედამიწიდან, დედამიწა რომ ზედმეტად ამსუბუქდეს და ჰაერში ავიდეს მაღლა და მიუახლოვდეს მზეს და მთვარეს, მერე შეიძლება მოხდეს შეჯახება, გავიჭყლიტო მათ შორის და ვერ დავასრულო სამყაროს შექმნა.
თუმცა ეს შორეული გეგმებია. ჯერ ერთი ვარსკვლავის შექმნა და დასრულებაა მთავარი. სამყაროს შექმნას კი თუ ვერ დაასრულებ, ეგ არ ნიშნავს რომ უშნო იქნება. რადგან შეიძლება პატარა რამეც იყოს ლამაზი. მაგალითად კერტი.
ხვალ ადრე უნდა ავდგენ, ცხოველების სასაკლაოზე მუშაობა ნახლდება, იქნებ დამაწინაურონ კიდეც და ძროხა ღორების ცეხიდან ბაჭიების სასაკლაოზე გადამიყვანონ. ბაჭიების ყურება გაცილებით უკეთესი იქნება მთელი დღე ვიდრე ძროხა ღორების, რომლებიც თვალებით ითხოვენ არ დამკლაო, მაგრამ მერე აბა მაგდონალდსში რას შეჭამს ხალხი? მწვადს როგორ შეწვავს ხალხი? თონის პურს და ტყემალს ღორის ხორცის გარეშე ჭამას რა აზრი აქვს? უნდა ხაროდეს ღორს რომ კვდება და პატივი ერგება და მწვადად იქცევა. შეიძლება ძროხასაც უნდოდეს სიცოცხლე, ბალახის ცოხვნა და მწვანე მინდორ ველებზე სირბილი, მაგრამ პატარა ომიკოს რომ ჰამბურგერები უყვარს, მაგდონალდსში რომ მივა ხომ ნამდვილი ძროხისგან გაკეთებული უნდა შეჭამოს და არა ლაბორატორიაში ხელოვნური ხორცისგან?
მაგრამ ბაჭიების ხორცკომბინატში სისწრაფეს ითხოვენ, თუმცა ანაღაურება თვეში ნახევარი მილიონი ფუნტით მეტია.
თვეში 18 ათას ბაჭიას თუ მოკლავ და გაატყავებ, რათა მერე სუპი ჭამონ ადამიანებმა, პრემია იქნება ზემოდან ნახევარ მილიონ ფუნტ სტერლინგზე 5 ფუნტი. 10 000 სზე კი ან 1-ის გატყავებაზე მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში არ იქნება პრემია 5 ფუნტი. ხელფასი ისევ ნახევარი მილიონი ფუნტი იქნება. მაგრამ პრემია დამაკლდება 5 ფუნტი.
ანუ 1 ბაჭიის მაგივრად 17,999 ბაჭია 5 ფუნტის გამო უნდა დავამუშაო. მხოლოდ ასე შეიძლება წარმატების მიღწევა. მერე რომ მოვა ვინმე და გეტყვის 5 ფუნტი მასესხეო. ასეთი საქმისადმი დამოკიდებულება რომ მაქვს ამიტომ არ მეპარება ეჭვი რომ მეწვევა ბედნიერება და ბაჭიების სასაკლაოს მომაბარებენ

რომ ამბობენ კუზიანს სამარე გაასწორებსო თურმე მცდარი ყოფილა, ერთ დროს ტვინშერყეული ვეგანი ვიყავი, ახლა კი რამხელა განვითარებას მივაღწიე, რომ განა უბრალოდ ვჭამ იმ ხორც პროდუქტებს რომელსაც მოიხმარს განვითარებული და ძერსკი საზოგადოება (1400 კილოიანი მაგდონალდსის მომხმარებელი ტანწერწეტა გოგო ბიჭები ანუ) არამედ მეც შემაქვს წვლილი მათ პირამდე საჭმლის მიტანაში.
ზოგს კი გონია ჰაერიდან ჩნდება ხორცი.
თუ არ ჩამოაჭრი ცხოველს ხორცს, ჩემს ფეხებს მოვა მაღაზიის დახლამდე.
ცირკია რა, ცირკი
მზე ანათებს და მთვარე დაბობღავს ღამის ცაზე, საათივითაა აწყობილი ყველაფერი. პატარა ჭიანჭველების ბუდესავით არის მოწყობილი ეს ყველაფერი და ჩვენ აქ ვფუსფუსებთ.
არავინ არ დგება და არ ფიქრობს იმას, რომ მზე და მთვარე ზემოთ არის და ის ქვემოთ.
არავის არ აქვს ამბიცია რომ ის იყოს მზე და მთვარეზე მაღლა. უამბიიციოა ხალხი, ისეთია როგორიც თავიდან იყო, ანუ ჭიანჭველა ამ სამყაროში. ვინც ხორცპროდუქტების წარმოებას ეზიარება კი, ის მიაღწევს ჭეშმარიტ გასხივოსნებას. მიხვდება რომ ზემოთ არის მთვარე და მზე! და რომ ეს არასწორია. მთვარე და მზე და ვარსკვლავებს ჩვენ უნდა გადმოვყურებდეთ ზემოდან და არა პირიქით.
მზე და მთვარე ლამაზი კიარაა და ვარსკვლავები, ზემოდან დაგვყურებენ არამედ ეგენი!! მოგწონთ ზემოდან რომ დაგყურებენ? არარაობა ხართ მათ თვალში!!!