მორჩა ძველი ცხოვრება და წარსულს ჩავაბარე ძველი მე.
დღეს, 1საათი ვიარე ფეხით და შემდეგ 15 წუთი კიბეზე ავედი და ჩამოვედი.
ესეც ჩემი კარდიო ვარჯიში.
საღამოს მძიმე წონებით ვივარჯიშებ.
რა სასიამოვნო იყო 5საათზე ადგომა და ფეხით სეირნობა.
ხალხი ჯერ კიდევ ძილს იყვნენ მიცემულნი. მარტო მე და ძაღლები ვიყავით ქუჩაში, ხოლო ზემოდან ჩიტები გვიმღეროდნენ.
მდინარეში ჩავედი და ცოტა ვიჭყუმპალავე
იქვე ყავა მოვამზადე ოლდ სკული მეთოდით
ვსვამდი უშაქრო ყავას და ვფიქრობდი ცხოვრება ზოგჯერ მართლა კარგია, უბრალოდ ჩვენ გვიჭირს მისი შეგრძნება და დანახვა.
ახლა ძალიან ენთუზიაზმით აღსავსე ვარ, მაგრამ ბევრჯერ დამიწყია ასე და რამდენიმე დღეში ან მაქსიმუმ ერთ თვეში ისევ დავუბნებულვარ ჩემს
მდინარის პირას დატოვებულ ტყავს და კვლავ დამიგლესია შხამით ჩემი თავი.
ამჯერად ბოლო ცდა მაქვს.
ან შევცვლი ჩემს ცხოვრებას რადიკალურად, ან საბოლოოდ დავყრი ფარ-ხმალს და ბოლოს ლოთობაში ამომხდება სული.