მგონი გამომრჩა ის მომენტი, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების დონემ ისე მოიმატა, ხალხი აუთლეტებში Sandro-ს კაბებს, 600-700 ლარად, ყიდულობს.
აუთლეტი მაინც არ იყოს, რითეილ ფასის მესამედზე მეტი არ უნდა იყოს. თორემ 200-250 ევროდ მაღაზიიდანაც ხომ გამოვიწერ, ფასდაკლებებია ახლა.
პრინციპში, კარგია რომ ჩემთვის მიუწვდომელი ფასი დაადეს ორი კაბა და სამი პერანგი კი მომეწონა

200-300 ლარად რომ იყოს, გამოვზიდავდი მაინც. ეს შოპაჰოლიზმი რომ არ მიტევდეს დეპრესიის დროს ხომ არ შეიძლება.
ბელგიის სექონდჰენდები მენატრება. სანდროს მშვენიერი, აბრეშუმის, შავი, კაბა კი ვიყიდე 30 ევროდ და პერანგი 5 ევროდ

ჩემს ლონშამპებზე აღარაფერს ვამბობ.
ცალკე ეს ბავშვები არ შემიძლია. First girl 3 years ago was cute. ბრასლეტებს აწყობდა და ქუჩაში გამვლელებს ყიდვას გვთავაზობდა. ახლა მთელმა სამეგობრომ მიბაძა, ქუჩაში დგანან, ბიჭებიც კი და რაღაცის შეძენას გთავაზობენ. ბიჭებს უარი ვუთხარი და რაღაც უხეშად მომაძახეს

ჩემი ძმისშვილის ტოლები მაინც არ იყვნენ.
მოკლედ იყიდე-გაყიდე ქვეყანა ვართ. უკვე ბავშვებმაც დაამუღამეს. მარტივი შრომა, მარტივი ფული. შორს ვერ წავალთ ასე.
რისთვის შემოვედი დამავიწყდა ამასობაში... შოპაჰოლიზმისგან ფსიქოლოგიური დეტოქსი მჭირდება. ცხოვრებაში ნივთების გარდა უამრავი რაღაცით შეიძლება გავიბედნიერო თავი.