დღეს, დილით, იმდენად ცუდად ვიყავი. ვიცი როგორ მოვკდები. მეც დედაჩემივით და ბებიაჩემივით, წნევა დამივარდება და გული გამიჩერდება, მანამდე, რათქმა უნდა, მანქანამ თუ არ გამიტანა. 3 ჭიქა ყავის, კოფეინისა და უტკბესი ბანანის შემდეგ ძლივს მოვისულიერე თავი. ცალკე სეისმურად მგრძნობიარე რომ ვარ, ისედაც ვიცოდი. ხოდა, როგორც კი ამეწია წნევა, სასეირნოდ გავქანდი. თავის წახალისება გადავწყვიტე და წავედი იმ ბოტასის საყიდლად, რომელიც გუშინ შევარჩიე.
თუმცა ადგილზე ის დამემართა, რაც მემართება ხოლმე, სულ სხვა მომეწონა

ჩემი ლამაზუნა, ერთი ცალი იყო და ზუსტად ჩემი ზომა - 38,5

ამასობაში, ზაფხულის ბოტასიც შემომეყიდა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
That was love at first sight

მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ და საჩემო ნივთებს მაინც ვპოულობ.