#62386410 · 6 Dec 2025, 16:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა გახდა სპორტდარბაზების განიავება?! სადაც ვყოფილვარ, ყველგან უმძიმესი ჰაერია— მოსაპირკეთებელი სინთეტიკური მასალებიდან აქროლადი ტოქსიკური ნაერთების, ქიმიური საწმენდი საშუალებების ნარჩენების, ადამიანების ოფლისა და ფილტვებიდან ამოსული ნახშირორჟანგის, ნესტის, დეოდორანტებისა და სუნამოების და კიდევ რაღაც უცნაური სუნის ნაზავი. გუშინ ერთი სული მქონდა, გამოვსულიყავი და პარკში გამევლო ფეხით. არადა სულ ერთი თვეა, რაც ეს დარბაზი გაიხსნა. კიდევ კარგი, არსებობენ ხეები. მადლიერი ვარ მათი მიყვარს წიწვოვნების სურნელით გაჯერებული, ზამთრის სუფთა, სუსხიანი ჰაერით ფილტვების ავსების შეგრძნება
This post has been edited by Genevieve on 6 Dec 2025, 16:20
|