#62159437 · 5 Jul 2025, 19:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ რაშია საქმე, 30 წლის მამაკაცი ვარ,ადრე რამდენიმე ფსიქოლოგთან ვარ ნამყოფი რაღაც შიშებთან და შფოთვებთან დაკავშირებით და ასე თუ ისე მომეხსნა. მარა მინდა ავღნიშნო რრომ ზოგადად ქალთან ურთიერთობაში თავდაჯერებული არასდროს არ ვყოფილვარ, შეიძლება ითქვას არც სხვა ასპექტებში არ მიგრძვნია თავდაჯერებულობა. არც შეყვარებული მყოლია . მგონია რომ არ ვარ საკმარისად კარგი, ვიცი ბევრი ლექცია და კურსი არსებობს ამის გამოსასწორებლად. ერთ-ერთ კურსს წავაწყდი ერთ-ერთი ბლოგერი თუ ტიკტოკერი, რომელიც თავს ფსიქოლოგს უწოდებს და თამამი ლექციებით გამოირჩევა. ქმნის მსგავს კურსს ურთიერთობებთან დაკავშირებით და გვპირდება რომ კურსის შეძენის შემთხვევაში რომელიც 120 დოლარი ღირს და 15 ლექციას მოიცავს, სრულიად შეიცვლება ჩვენი ცხოვრება. თან ეს ფადაკლებითაა, ხშირად აკეთებს ამ ფასდაკლებებს. ალბათ ამ კურსს რომ ვერ ყიდის მაგიტომ?? ჰოდა ძალიან ჩამითრია და დამაინტერესა რა კურსია და ვფიქრობ ხომ არ ვიყიდო? მერე რომ ვინანო? ნამდვილად დამეხამრება ნეტა? თქვენ მსგავს კონტენტებს რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას? არც თუ ისე ცნობილი ტიკტოკერის შექმნილი კურსი თავდაჯერებულობასთან დაკავშირებით. იყიდიდით თუ თანხას დაზოგავდით?
This post has been edited by mapshnik on 5 Jul 2025, 19:19
|