#62231230 · 22 Aug 2025, 11:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Caravan
QUOTE | ვაა, ანუ ტოლები ვართ. შანსი არაა სადმე რომ არ შემხვედროდი |
36 - დან ორი კლასელი მყავს (მყავდა), თუ არ ვცდები, ორივე მათგანი იმ მაღალ კორპუსში ცხოვრობდა. რატი, მაღალი, გამხდარი ბიჭი (თუმცა ახლა არ ვიცი როგორ გამოიყურება, ბოლო 25 წელია, არ მინახავს). მეორე გარდაცვლილა საწყალი, მხოლოდ წელს გავიგე მე, გული ჩამწყდა საშინლად. სახელის დაწერა არ მინდა ასე საჯაროდ, ბერძენი იყო წარმოშობით. 3-4 კლასელი სოფელ მღიმევიდან მყავს, ასევე ე.წ. "პასიოლოკი" - ის დასახლებიდანაც მყავს კლასელები. QUOTE | რომელი სკოლა დაამთავრე? |
პირველი 9 კლასი მეცხრე სკოლაში დავამთავრე, ნიკოპოლის ქუჩაზე, ქალაქის სულ განაპირას რომ მდებარეობს. ალბათ გახსოვს, იმ პერიოდში საშუალო სკოლებს სტატუსი გაუუქმეს და მხოლოდ 1-2 სასწავლებელი დატოვეს 11 კლასით. მეცხრე სკოლის შემდეგ ბოლო ორი წელი ლიცეუმში ვსწავლობდი, რკინიგზასთან ახლოს, აღმართზეა ეგ შენობა, მგონი ცხაკაიას ქუჩაზე (მაგ ქუჩაზე ზამთარში ბავშვები ვსრიალებდით ხოლმე).
QUOTE | შუქრუთელების ამბავში ისე რა ხდებოდა რეალურად? ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები გამოდიოდა. |
უი არ ვიცი სიმართლე გითხრა. ქვედა შუქრუთში ვცხოვრობ, უბანში ჩემი ასაკის ბავშვი არავინ არ იყო, მეზობლებთან და ნათესავებთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, ზოგს არც კი ვიცნობ ისე თვითონ საფარშიც მყავდა ახლო ნათესავები, მაგრამ ახლა მგონი აღარ ცხოვრობენ იქ. მგონი, მეტსახელად, "ღამურა" ერქვა ოჯახის უფროსს, ერთგვარი კოლორიტული და ცნობილი პიროვნება იყო.
|