chipmunck*არაფრის

ჩვეულებრივ შალს ვერც მე ვხმარობ, თუმცა მერინოს შალი და ქაშმირი ისეთი ნაზია, საერთოდ ვერ გრძნობ.
მე აკრილზე მაქვს ალერგია (fast fashion კომპანიები სვიტრებს სულ ამისგან კერავენ), ეგრევე ქავილი მეწყება, ამიტომ მერინოსი და ქაშმირი ჩემი საშველია

ბეწვი მეც მიყვარს, თუმცა ქართულ აუთლეთში ნატურალური ბეწვი ჯერ არ შემხვედრია

გერმანულ ზელანდოში კი იყო, მაგრამ ფასიც შესაბამისი ჰქონდა. ჩემი ერთი თვის სტიპენდია, რამდენიმე წუთით კი დავფიქრდი ყიდვაზე

მერე ლარში გადმოვაკონვერტირე და

ემოციით შეველიე
ნინეა ახლა დავგუგლე. პრემიუმი ხაზი ჰქონიათ. რა კარგია, ქართული ბრენდი აბრეშუმზე რომ მუშაობს. ჩემს ახლანდელ ბიუჯეტს კი აღემატება, თუმცა მაინც გონებაში ჩავინიშნავ.
ბოლო დროს ვცდილობ ერთ ნივთში 100 ლარზე მეტი არ გადავიხადო, პალტო ან ტყავის ქურთუკი თუ არაა