დღეს, ისევ წამძლია შოპინგის სურვილმა, 300ლარი გავისროლე

არადა, ამ თემაში პირველად დაპოსტვისას თავს ლიმიტი დავუწესე, რომ თვეში 100 ლარზე მეტს ტანსაცმელში არ დავხარჯავდი...
თან ეკონომია უნდა დამეწყო.
არადა, დილით იმაზე ვფიქრობდი რა კარგი გოგო ვიყავი ადრე, როცა შემოსავლის 50-60%-ს ვაგროვებდი ხოლმე. ახლა, საერთოდ...

ჩემი ცხოვრება ორად იყოფა, მე - კოვიდამდე და - მას შემდეგ.
კოვიდმა რაღაც სერიოზული სტრესი ამკიდა და ვერ მომიცილებია.
კოვიდამდე თანხას სხვადასხვა ,,დიდი მიზნებისათვის" ვაგროვებდი და ფულს თავის გასახალისებლად არ ვიყენებდი.
კოვიდის დროს, ,,აქ და ახლა" ცხოვრება დავიწყე. რაღაც ნივთებით თავის წახალისება ვცადე და ჩვევად მექცა.
ახლა, როგორ გავაგებინო ჩემს ქვეცნობიერს, რომ მინიმუმ მესამე წელია რაც კოვიდი დამთავრდა; წელს არ ვკვდებით, არც ლოქდაუნი იქნება... წინ სხვადასხვა დიდი მიზანია, მათზე კონცენტრირების დროა და არა ფულის ფლანგვის?
P.S. ნავნეს ქება უკან მიმაქვს. ახლა შემოიტანეს თხელი ქაშმირის სვიტრები, უღიმღამო ფერებით... ორ, დიდ, ფილიალში 3, ლამაზი, სვიტრი ძლივს ვიპოვე. თან თითოს 100ლარი დაადეს. ეგეთი თხელი ქაშმირი Jcrew-ს საიტზე, ფასდაკლებისას, ისედაც 35-40$ ღირს